ნაჰარის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ყარაჩაი-ჩ
ნაჰარი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყარაჩაი-ჩერქეზეთი) საზღვარზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2880 მ. ნაჰარის უღელტეხილი აგებულია კამბრიულისწინა და ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური და სუბნივალური ლანდშაფტი. აკავშირებს მდინარეების კლიჩისა (კოდორის სისტემა) და ნაჰარის (ყუბანის სისტემა) ხეობებს.
ნაჰარის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°13′32″ ჩ. გ. 41°55′19″ ა. გ. / 43.22556° ჩ. გ. 41.92194° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
სიმაღლე | 2880 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | კრისტალური ფიქლები |
ლანდშაფტი | ნივალური და სუბნივალური |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 358.