ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნაჯაჰ ალ-ატარი (არაბ. نجاح العطار‎, დ. 1933) — სირიელი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, პირველი ქალი პოლიტიკოსი სირიაში, რომელიც  მინისტრი გახდა (დიდი ხნის განმავლობაში იყო კულტურის მინისტრი), პირველი ქალი არაბულ სამყაროში, რომელმაც  ვიცე-პრეზიდენტის

ნაჯაჰ ალ-ატარი
სირიის ვიცე-პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა23 მარტი, 2006
ვიცე-პრეზიდენტი  ფარუკ შარაასთან ერთად
პრეზიდენტი  ბაშარ ალ-ასადი

სირიის კულტურის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 აგვისტო 1976 – 12 მარტი,2000
პრეზიდენტიჰაფეზ ასადი
თავმჯდომარეაბდ არ-რაჰმან ხლეიფაუი
მუჰამედ ალი ალ-ჰალაბი
აბდულ რაუფ ალ-ქასიმი
მაჰმუდ ზუაბი
მემკვიდრემაჰა ქანუთი

დაბადებული10 იანვარი, 1933 (90 წლის)
დამასკო, სირია
მოქალაქეობასირიის დროშა სირია
პოლიტიკური პარტიაბაასი
მეუღლემაჯიდ ალ-აზაამა
განათლებადამასკოს უნივერსიტეტი
ედინბურგის უნივერსიტეტი
რელიგიაისლამი, სუნიზმი
ჯილდოებიხალხთა მეგობრობის ორდენი

პოსტი დაიკავა.[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ნაჯაჰ ალ-ატარი დაიბადა და გაიზარდა დამასკოში, ნაციონალისტური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერ, 1925-1927 წლების სირიის აჯანყების მონაწილე სირიელ არისტოკრატთა ოჯახში. 1954 წელს დაამთავრა დამასკოს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, მომდევნო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა პედაგოგიკასა და ისლამოლოგიას.  შემდეგ სწავლა განაგრძო ედინბურგის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო დოქტორის ხარისხი არაბულ ლიტერატურაში. შემდეგდაბრუნდა დამასკოში და 1960 წელს დაიწყო მუშაობა სკოლის მასწავლებლად. აღსანიშნავია, რომ ნაჯაჰ ალ-ატარის ძმა —  ისამ ალ-ატარი —  დიდი ხნის განმავლობაში (დაახლოებით 30 წელი) ხელმძღვანელობდა მუსლიმთა საძმოს სირიის შტოს. ახლა ის ემიგრაციაშია,  ცხოვრობს გერმანიაში.[2]

1969 წელს ნაჯაჰ ალ-ატარი დაინიშნა კულტურის სამინისტროს ლიტერატურული თარგმანის განყოფილების უფროსად, ხოლო ოთხი წლის შემდეგ პრეზიდენტმა ჰაფეზ ალ-ასადმა იგი  დანიშნა  კულტურის მინისტრად. ნაჯაჰ ალ-ატარი გახდა პირველი სირიელი ქალი, რომელიც დაინიშნა მინისტრად. იგი 24 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა  სირიის კულტურის მინისტრის პოსტს ოთხი პრემიერ-მინისტრის დროს. იგი  მხოლოდ 2000 წელს გაათავისუფლა ახალმა პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ მუსტაფა მერომ.[3]

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ, სირიის ახალმა პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა  ნაჯაჰ  ალ-ატარი დანიშნა ცივილიზაციათა დიალოგის ცენტრის დირექტორად. ეს გახლავთ  აკადემიური ორგანიზაცია, რომლის ძირითადი საქმიანობაა კვლევის, დებატების და ორგანიზება. აქვეყნებს სტატიებს გლობალურ პოლიტიკაზე 11 სექტემბრის შემდგომ მსოფლიოში. 2003-2010 წლებში იყო სირიის ერთ-ერთი უძველესი კერძო უნივერსიტეტის,  ქალამუნის უნივერსიტეტის გამგეობის წევრი. ის ასევე არის სირიის ვირტუალური უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს წევრი  —  პირველი პროექტი სირიაში, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ განათლებას.[4]

2006 წელს ნაჯაჰ ალ-ატარი დაინიშნა სირიის მეორე ვიცე-პრეზიდენტად კულტურის საკითხებში. იგი  გახდა პირველი ქალი არაბულ სამყაროში, რომელიც დაინიშნა ასეთ პოსტზე.

ნაჯაჰ ალ-ატარი არის არაბ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის, ასევე ლიტერატურათმცოდნე კრიტიკოსთა ასოციაციის წევრი. ის არის არაერთი წიგნის ავტორი, მათ შორის, ცნობილ სირიელ მწერალ ჰანა მინასთან თანაავტორობით.[5]

პოლიტიკური განწყობა

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ატარი გახლავთ ვიცე-პრეზიდენტი და დიდი ხნის განმავლობაში  მინისტრის პოსტს იკავებდა იმ ქვეყანაში, რომელსაც ძირითადად აკონტროლებს სეკულარული  ბაასის  პარტია, მისი ძმა ისამ ალ-ატარი სირიის მუსლიმთა საძმოს დამასკოს ფრაქციის ლიდერია და 1970-იანი წლებიდან   ცხოვრობს გადასახლებაში აახენში ( დასავლეთ გერმანია), ვინაიდან  სხვადასხვა ისლამისტურ პოლიტიკური მოძრაობა იდევნებოდა მთავრობის მიერ.[6][7]

  1. "Syria's Assad reappoints woman VP but mum on Sharaa".[მკვდარი ბმული]
  2. Moubayed, Sami (30 March – 5 April 2006). "Vice-President Najah al-Attar". Al Ahram Weekly. Archived from the original on 11 April 2013. Retrieved 1 March 2013.
  3. "Assad inner circle takes hard line in Syria conflict", The Daily Star, 26 December 2012.
  4. Syria Country Studies
  5. "The First Woman Minister in the Syrian Government" (PDF). Al Raida (2). September 1997. Retrieved 25 September 2013.
  6. Sami Moubayed, Steel and Silk, pp. 97-98.
  7. Sami Moubayed, Steel and Silk: Men and Women Who Shaped Syria (1900—2000), Seattle, 2006, pp. 97-98.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაჯაჰ_ალ-ატარი“-დან