ნაჯაფ ბეი ვაზიროვი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნაჯაფ ბეი ფათალი ოღლუ ვაზიროვი (აზერ. Nəcəf-bəy Vəzirov; დ. 17 თებერვალი, 1854 წელი, შუშა, რუსეთის იმპერია — გ. 9 ივლისი, 1926 წელი, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი დრამატურგი და ჟურნალისტი.

ნაჯაფ ბეი ფათალი ოღლუ ვაზიროვი
აზერ. Nəcəf bəy Vəzirov
დაბადების თარიღი 17 თებერვალი, 1854
დაბადების ადგილი შუშა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 9 ივლისი, 1926 (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
დასაფლავებულია ბაქო
საქმიანობა დრამატურგი, მეტყევე, ადვოკატი, ჟურნალისტი
ენა აზერბაიჯანული
ეროვნება აზერბაიჯანელები
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი Shusha Uezd School, პეტრეს სოფლის მეურნეობის აკადემია და Saint-Petersburg University
ჟანრი დრამა, კომედია
Magnum opus From the rain under shower
მეუღლე Q16376127?
შვილ(ებ)ი Shamil bey Vezirov, Sara xanım Vazirova და Q12846089?

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვაზიროვი 1854 წლის 17 თებერვალს დაიბადა შუშაში (მაშინდელი ელიზავეტპოლის მაზრა, რუსეთის იმპერია, დღევანდელი აზერბაიჯანი), სწორედ აქ მიიღო მან დაწყებითი განათლება. 12 წლის ასაკში შევიდა სკოლაში და შემდეგ ის გაგზავნეს კოლეჯში, სადაც სწავლობდა რუსულ ანბანს.

1868 წელს ვაზიროვი ბაქოში ჩავიდა. ბაქოში მან სწავლა დაიწყო, სადაც მას სტიპენდია და საცხოვრებელი გამოუყვეს. მან დაამთავრა ბაქოს გიმნაზია (საშუალო სკოლა) ვერცხლის მედლით.

შემდეგ ვაზიროვი ჩაირიცხა პეტროვსკო-რაზუმოვსკაიას სოფლისა და სატყეო მეურნეობის აკადემიაში სანქტ-პეტერბურგში. სანქტ-პეტერბურგში ამინდის პირობების გამო ის ავად გახდა. ვაზიროვის მოვლა რუსმა ქალმა დაიწყო. 1874 წელს ვაზიროვი მოსკოვში გადავიდა და „პეტროვსკის აკადემიაში“ ჩაირიცხა. მაშინ მას მხოლოდ 80 მანეთი ჰქონდა. აქედან 50 სწავლის საფასურს დაახარჯა. როცა ფული აღარ ჰქონდა, ქუჩებში ხალიჩის ქვეშ ეძინა. მალევე მან გამოცდა ჩააბარა და მას სტიპენდია დაუნიშნეს.

1870-იან წლებში სწავლის დასრულების შემდეგ, ვაზიროვმა მიიღო ტყის მეთვალყურის თანამდებობა დილიჯანში (დღევანდელი სომხეთი), მაგრამ მალე გაათავისუფლეს პეტროვსკო-რაზუმოვსკაიას აკადემიის კურსდამთავრებულების მიმართ ხელისუფლების უნდობლობის გამო.

სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ის დაინტერესდა ლიტერატურით და დაიწყო წიგნების წერა. თავის ერთ-ერთ წიგნში ის წერს: „თუ არ მოვკვდები და ცოცხალი დავრჩები, გავაგრძელებ წერას და დავაფასებ მათ, ვინც თვალყურს ადევნებდა და კითხულობდა ჩემს ნაწარმოებებს". შემდეგ ვაზიროვი გადავიდა ბაქოში და გაიარა სამართლის კურსი, რამაც საშუალება მისცა ემუშავა ადვოკატად საქალაქო სასამართლოში. მან ასევე დაიწყო სტატიებისა და ესეების გამოქვეყნება ახლად დაარსებულ აზერბაიჯანულ გაზეთ „აკინჩში“.[1]

იმ დროისთვის ვაზიროვს უკვე დაწერილი ჰქონდა რამდენიმე დრამატული ნაწარმოები, ძირითადად კომედიები, რომლებშიც წარმოდგენილი იყო იმდორინდელი სტუდენტებისა და ოჯახების ყოველდღიური ცხოვრება. 1890-იანი წლებიდან მოყოლებული ვაზიროვის ლიბერალური შეხედულებები პოლიტიკაზე გავლენას ახდენს მის შემოქმედებაზე. ვაზიროვი აგრძელებს მირზა ფათალი ახუნდოვის მიერ წამოწყებულ ტრადიციას, რომელსაც ახასიათებს რეალისტური იდეების შემოტანა აზერბაიჯანულ ლიტერატურაში.

ის თავის პირველ ტრაგედიაში სახელწოდებით Musibat-i Fakhraddin (,,ფახრადინის მწუხარება", 1896) ეხება ფანატიზმის თემას, რომელიც თრგუნავს ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან რეაქციისა და უმეცრების წინააღმდეგ. ეს ნაწარმოები აზერბაიჯანულ ლიტერატურაში რეალისტური ტრაგედიის ჟანრის პირველ ნიმუშად ითვლება. თავის შემდგომ ნაშრომებში, როგორიცაა Pahlivan-i Zamana (,,ჩვენი დროის გმირები", 1900) მან გააკრიტიკა სამთავრობო ინსტიტუტების კორუმპირებული ბუნება და პატრიარქალური სოციალური სისტემის ნარჩენები.[2]

მისი ბოლო ნაშრომი Tazaasrin ibtidasi („ახალი საუკუნის დასაწყისი“, 1924 წ.) დაიწერა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა და ქალთა ემანსიპაციას მიეძღვნა.

ვაზიროვი გარდაიცვალა ბაქოში 1926 წლის 9 ივლისს.

ლენქორანის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნაჯაფ ბეი ვაზიროვის სახელს ატარებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Azərbaycan ədəbiyyatı tarixi. 3 cilddə, II cild. Bakı, 1960.
  • F.Qasımzadə. H.B.Vəzirov. Bakı, 1954.
  • Kamran Məmmədov. XX əsr Azərbaycan gülüşü. Bakı, 1989.
  • Kamran Məmmədov. Nəcəf bəy Vəzirov. (Əsəri çapa hazırlayan: filologiya elmləri namizədi Dilara Məmmədova). Bakı, 1995.
  • H.Əfəndiyev. M.F.Axundov realist-satirik nəsrinin davamçıları. Bakı, 1974.
  • Dilara Məmmədova. Bir balaca boyu var… Bakı, 1995.
  • Əzizə Ələkbərova. "Nəcəf bəy Vəzirov (arxivinin təsviri)" kitab- Bakı 2012
  • Əzizə Ələkbərova . "Nəcəf bəy Vəzirov. Biblioqrafiya" kitab- Bakı 2014
  • Ənvər Çingizoğlu, Şuşa şəhəri: Təbrizli məhəlləsi, Bakı, "Zərdabi LTD", 2012, səh. 322
  • Ənvər Çingizoğlu, Vəzirovlar, Bakı, "Soy" dərgisinin xüsusi buraxılışı, 2008, 88 səh.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. (in Russian) Najaf bey Vazirov დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. . Axtar.az
  2. (in Russian) Azerbaijani Literature by Garayev et al.