აკინჩი (აზერბაიჯანულად: Əkinçi | اکينچی) ასევე ითარგმნება როგორც ეკინჩი (სიტყვასიტყვით „კულტივატორი“) — პირველი აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი, რომელიც გამოიცა ბაქოში (რუსეთის იმპერიის ნაწილში, ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში) 1875-1877 წლებში. ეს იყო პირვ ელი გაზეთი, რომელიც აზერბაიჯანულ ენაზე დაიბეჭდა. აკინჩი ასევე წარმოადგენდა პირველ გაზეთს, რომელიც რუსეთში დაიბეჭდა თურქულ ენებიდან ერთ-ერთზე.

აქინჯი
ტიპი: ყოველკვირეული
მფლობელ(ებ)ი: ჰასან ბეი ზარდაბი
გამომცემელი: ჰასან ბეი ზარდაბი
დაარსდა: 22 ივლისს 1875 წელს; 145 წლის წინ
პოლიტიკური ერთგულება: არა
ენა: აზერბაიჯანული
შეწყვიტა გამოცემა: 29 სექტემბერს 1877 წელს
სათავო ოფისი: ბაქო, აზერბაიჯანი
პერიოდულობა: 300-400 (1875)
დობილი გაზეთ(ებ)ი: არ აქვს, პირველი გაზეთია აზერბაიჯანში
ISSN: -
საიტი: -

ისტორიარედაქტირება

ჟურნალისტმა, პედაგოგმა და მეცნიერმა და მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ჰასან ბეი ზარდაბიმ ერთობლივად დაარსეს პირველი აზერბაიჯანულებოვანი გაზეთი. აკინჩი თითქმის რევოლუციურად მიიჩნეოდა არა მხოლოდ, როგორც აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული პირველი პერიოდულ გამოცემა, არამედ როგორც ბევრი ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდების საშუალება. იმისათვის, რომ მედია დაბალი ფენისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ზარდაბიმ ახალი რეფორმები შემოიღო აზერბაიჯანულ ენაში, რაც კონკრეტულად მეტად მარტივ ენაზე წერას წარმოადგენდა.[1] მან სპარსულიდან და არაბულიდან ნასესხებ სიტყვებზე უარი თქვა და მათი ჩანაცვლება აზერბაიჯანული სიტყვებით გადაწყვიტა. დღესდღეობით არაბული და სპარსული სიტყვები მეტწილად რელიგიურ ნაწაროებებში და კლასიკურ პოეზიაში გამოიყენება. აქინჩის ძალიან ხშირად აკრიტიკებენ, როგორც ძალიან ყოველდღიურ ენაზე შექმნილ გაზეთების სერიას. სინამდვილეში, გამარტივებული აზერბაიჯანული განზრახ იქნა არჩეული, რომ გაზეთები ყველა ფენაში, მათ შორის ნაკლებად განათლებამიღებულ ფენაშიც გავრცელებულიყო. ამის საშუალებით გაუადვილდებოდა ყველა იმ სატირული ლექსისა და სტატიის ძირითადი იდეის გააზრება.

 
აქინჯის გაზეთის პირველი გვერდი

კავკასიის რუსი გუბერნატორი დიმიტრი სტაროსელსკი ზარდაბის მცდელობებს ხელს უწყობდა და მხარს უჭერდა მას აკინჩის დაარსებაში. ის მონაწილეობას იღებდა გაზეთის სახელის შერჩევაში, რომელიც, მისი აზრით, დაარწმუნებდა ხელისუფლებას, რომ აკინჩი იყო არაპოლიტიკური ჟურნალი, რომელიც სოფლის მეურნეობის ტექნიკის გავრცელებას ეხებოდა. სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული სტატიების გარდა, ზარდაბიმ გამოაქვეყნა მასალები, რომლებიც ეხებოდა მედიცინას და ბიოლოგიას, აგრეთვე რედაქციებს, რომლებიც ეხებოდა მუსულმანთა სოციალურ და კულტურულ მდგომარეობას კავკასიაში.[2] აკინჩის პირველი ნომერი დაიბეჭდა 1875 წლის 22 ივლისს.

სტაროსელსკის წასვლამ პერიოდული გამოცემის შეჩერება გამოიწვია 1877 წლის 29 სექტემბერს. სხვა მიზეზებს შორის იყო სპონსორობის არარსებობა და მკითხველთა მცირე რაოდენობა (რომლებიც სამღვდელოებამ შეცდომაში შეიყვანა. ისინი გამომცემლებს არარელიგიური ტექსტების გამოცემაში ადანაშაულებდნენ) მიუხედავად იმისა, რომ გაზეთი უფასოდ გაიცემოდა. არსებობის 26 თვის განმავლობაში, აკინჩიმ მხოლოდ 300 მუდმივი მკითხველი მოაგროვა. მიუხედავად ამისა, მისმა არსებობამ ღრმად შეუწყო ხელი აზერბაიჯანში ჟურნალისტიკის განვითარებას და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთებისა და ჟურნალების დაარსებას, როგორიცაა ზიია (Ziya; 1879), ზიია გაფგაზიია (Ziya Gafgaziya; 1880), ქეშქულ (Keshkul; 1883), შარგი რუს (Sharg-i rus; 1903), ირშადი, ჰაიატი (ორივე 1905 წელს), ფიუზუტატი, ტაკამულ და მოლა ნასრადინი (ყველაფერი 1906 წელს). ამ ყველაფრის შედეგად აზერბაიჯანული პრესა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.[3]

22 ივლისი, აკინჩის პირველი გამოცემის დღე, 2010 წელს აზერბაიჯანში პრესის ეროვნული დღედ გამოცხადდა.[4]

მნიშვნელობარედაქტირება

აკინჩის დაარსება მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, აკინჩის გამოცემით ხალხმა პრესა განიხილა, როგორც მასმედიის საშუალება, საგანმანათლებლო რეფორმების საფუძველი და ინსტრუმენტი, რომლითაც ჩამოყალიბდა სოციალური და საზოგადოებრივი სინდისი. ჰასან ბეი ზარდაბიმ ჟურნალის პირველ ნომერში თქვა, რომ გაზეთი უნდა ასახავდეს იმ ადგილის რეალობას, სადაც გამოიცემა და ასევე აქაური ხალხის საჭიროებებს.[5] აქინჩის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და შედეგი ის არის, რომ ჟურნალისტების სისტემა და ჟურნალისტების თაობა გაჩნდა აზერბაიჯანულ საზოგადოებაში.

სქოლიორედაქტირება

  1. (in Russian) Everything Began with Akinchi Archived 2007-09-28 at the Wayback Machine by Nigar Jafarova. Nash vek. 5 August 2005. Retrieved 19 May 2007
  2. Äkinjý and Azerbaijani Self-Definition Archived 2009-10-25 at WebCite by Evan Siegel. Originally published in Michael Ursinus, Christoph Herzog, & Raoul Motika (ed.), Heidelberger Studien zur Geschichte und Kultur des modernen Vorderen Orients, vol. 27 (Frankfurt am Main, etc.: Peter Lang, 2001). Archived 2009-10-24.
  3. (in Russian) Between Adaptation and Self-Assertion Archived 2007-10-15 at the Wayback Machine by Eva Maria Auch. Sakharov-center.ru
  4. Today is National Press Day Archived 2015-04-02 at the Wayback Machine. Azerbaijan Press Agency. 22 July 2013. Retrieved 27 February 2015.
  5. Aşırlı, Akif (2009). Azərbaycan mətbuatı tarixi. Baku: Elm və Təhsil. pp. 11, 12. Həsən bəy Zərdabi "Əkinçi”nin timsalında mətbuata kütləvi informasiya vasitəsi, maarifçiliyin əsası, ictimai-siyasi şüurun formalaşması faktı kimi yanaşdı. "Hər bir vilayətin qəzeti gərək o vilayətin aynası olsun", "yaxşı-yamanlığı aşkar eləsin", "xalqın hər bir dərdi və xahişi o qəzetdə çap olunsun ki, o qəzetə baxan xalqı aynada görən kimi görsün" kimi dərin mənalı fikirlər çağdaş mətbuatımızın da əsas prinsipləri olaraq qalmaqdadır.