ნახიდურის ციხეეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნახიდურში. ზღვის დონიდან 420 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ ბოლნისიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. მდებარეობს მდინარე ქცია-ხრამის მარჯვენა ნაპირზე. ციკლოპური ციხე მიეკუთვნება ძვ. წ. I ათასწლეულს. ზემოთ აღნიშნულ სოფელში ასევე ვხვდებით XVII–XVIII საუკუნეების გუმბათიან „ყვითელ ეკლესიას“ და IX–X საუკუნეების ეკლესიას.

ცნობილი სომეხი მკვლევარის — ლეონ მელიქსეთ-ბეგის მტკიცებით ცურტავი დღევანდელი ნახიდური უნდა იყოს. ეს ვარაუდი ისტორიკოსებს საინტერესოდ მიაჩნდათ, რადგან ისტორიული ნახიდური წარმოადგენდა ძველ ციხე-ქალაქს, სადაც ამჟამად უამრავი ნანგრევებია შემორჩენილი. ცურტავს პლატონ იოსელიანი გაურკვეველ ადგილად მიიჩნევს. მოსე ჯანაშვილი ვახუშტის გეოგრაფიის გამოცემაში „ზურტაკეტში“ ხედავს ცურტავს. ივანე ჯავახიშვილი ცურტავს მიიჩნევდა ჰერეთის დედაქალაქად, მაგრამ მისი ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველი არიო.

ნახიდურის ციხე 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება