ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნატალი დორმერი (დ. 11 თებერვალი, 1982) — ინგლისელი მსახიობი.

ნატალი დორმერი

ნატალი დორმერი San Diego Comic-Con-ზე, 2015 წელს.
დაბადების თარიღი 11 თებერვალი, 1982 (1982-02-11) (42 წლის)
ბერკშირი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი.
რეზიდენცია რიჩმონდი, ბერკშირი
ეროვნება ბრიტანელი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
ალმა-მატერი ვებერ დუგლასის დრამატული ხელოვნების აკადემია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2005-დღემდე
სიმაღლე 168სმ
წონა 56 კგ
მშობლები მამა: გარი დორმერი
დედა: კლეარ რიჩარდსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნატალი დორმერი დაიბადა 1982 წლის 11 თებერვალს, ბერკშირში, არის ინგლისელი მსახიობი. დაამთავრა Chiltern Edge-ის საშუალო სკოლა, სწავლობდა ლონდონში ვებერ დუგლასის დრამატული ხელოვნების აკადემიაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ, დორმერმა სადებიუტო როლი ითამაშა ფილმში „კაზანოვა“(2005). 2007-08 წლებში, მან მონაწილეობა მიიღო სერიალში - „თიუდორები“, სადაც ანა ბოლეინის როლს ასრულებდა. ნომინირებული იყო Gemini Awards-ზე, დრამა სერიებში საუკეთესო შესრულებისთვის. მან დებიუტი შეასრულა Young Vic-ში 2010 წელს სპექტაკლ „Sweet Nothings“-ში მონაწილეობით.

ნატალი დორმერმა საერთაშორისო აღიარება HBO-ს სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“(2012-2016) შესრულებული როლით მოიპოვა, „სამეფო კარის თამაშებში“ მონაწილეობისთვის, 2014-2015 წელს, ორჯერ იყო ნომინირებული Screen Actors Guild Awards-ზე.

მისი მონაწილეობით გამოვიდა ფილმები: „კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი“(2011), „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა “, ასევე სატელევიზიო სერიალი - „ელემენტარული“(2012). 2016 წელს, მონაწილეობა მიიღო, ფილმ - The Forest-ში.

ადრეული წლები

რედაქტირება

ნატალი ბერკშირში დაიბადა, არის გარი დორმერის და კლეარ რიჩარდსის შვილი. იგი წარმოშობით ნახევრად ნორვეგიელი, ხოლო ნახევრად ვალიელია.

იგი სწავლობდა Chiltern Edge-ის საშუალო სკოლაში, სანამ Reading Blue Coat-ის სკოლაში გადავიდოდა სასწავლებლად. სკოლაში, დორმერი პირველი კლასის მოსწავლე, და სკოლის „NetBoll“-ის გუნდის ვიცე-კაპიტანი იყო. იგი სკოლის გუნდთან ერთად მოგზაურობდა.

სკოლის პერიოდში, Allenova School of Dancing-ში ცეკვას სწავლობა. მან პირველი პროფესიონალური როლი შექსპირის კომედიებში შეასრულა, 2003 წელს.

 
დორმერი 2013 წელს

ვებერ დუგლასში სწავლის დამთავრების 6 თვის შემდეგ, დორმერმა ფილმ „კაზანოვა“-ში, ვიქტორიას როლი მოიგო, ეს იყო მისი დებიუტი ფილმში, ფილმი 2005 წელს გამოვიდა. „კაზანოვა“-ში „ცუდი რეპრეზენტაციის“ გამო, ნატალი ათი თვე უმუშევარი დარჩა. მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სამსახიობო როლის გარეშე ყოფნა „ეს იყო საუკეთესო გაკვეთილი, რომელიც ჩემი კარიერის დასაწყისის პირველ 12 თვეში მივიღე“.

2007-2008 წლებში მან სერიალ „თიუდორებში” ანა ბოლეინის როლის შესრულებისთვის მან პოზიტიური შეფასებები დაიმსახურა. როდესაც, მისი პერსონაჟი, მეორე სეზონის ბოლოს გარდაიცვალა, ამერიკულმა გაზეთმა „The Boston Herald“-მა დაწერა, რომ: „დორმერმა ანა ბოლეინს ახალი სიცოცხლე შესძინა... მას არა მხოლოდ ლამაზი სტრუქტურა, არამედ მეამბოხე, თავგანწირულად დამოუკიდებელი გმირის სული ჩაბერა...“.

2012 წლიდან 2016 წლამდე, ფანტასტიური ჟანრის სერიალ -„სამეფო კარის თამაშებში“ ნატალი მარგარეტ ტაილერის როლს ასრულებდა, რომლის შესრულებისთვის, იგი Screen Actors Guild Award-ზე დრამა სერიებში მონაწილეობისთვის ოთხჯერ იყო ნომინირებული, 2012, 2014, 2015, 2016 წლებში. ხოლო, მესამე სეზონში, მისი როლის შესრულებისთვის Entertainement Weekly-ის ჯილდო მოიგო.

პერსონალური ცხოვრება

რედაქტირება

სამსახიობო კარიერის გარდა, ნატალი ქველმოქმედი და ფემინისტია. მისი აზრით: “სიტყვა ფემინიზმს, ბევრი ადამიანი არასწორედ აღიქვამს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდები. აქ საუბარია არა „გოგოების ძალაუფლებაზე“, არამედ სქესთა შორის თანასწორობაზე და შესაძლებლობაზე, ყველამ ისე იცხოვროს, როგორც თავად სურს.“

არ არის დაქორწინებული. ჰყავს დედა-კლეარ რიჩარდსი და მამა-გარი დორმერი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნატალი_დორმერი“-დან