ნატალია ფილატკინა

რუსი ენათმეცნიერი

ნატალია ფილატკინა (რუს. Наталия Филаткина; დ. 18 აგვისტო, 1975, მოსკოვი) — რუსი ენათმეცნიერი, ძველი გერმანისტიკული ფილოლოგიის დარგში მოღვაწე გერმანისტი. სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ქალაქ ტრირის უნივერსიტეტში.

ნატალია ფილატკინა
დაბ. თარიღი 18 აგვისტო, 1975(1975-08-18)[1] (49 წლის)
დაბ. ადგილი მოსკოვი[1]
მოქალაქეობა  რუსეთი
საქმიანობა გერმანისტი
მუშაობის ადგილი ტრირის უნივერსიტეტი და ჰამბურგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტი და ბამბერგის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ჰაბილიტაცია[1]
ჯილდოები სოფია კოვალევსკაიას ჯილდო

ცხოვრების გზა

რედაქტირება

ნატალია ფილატკინა თავდაპირველად გერმანისტიკას მოსკოვში სწავლობდა, ხოლო 1994 წელს სტიპენდია მოიპოვა და სწავლა ბერლინის უნივერსიტეტში (გერმ. Humboldt-Universität zu Berlin) გააგრძელა, მოგვიანებით კი ბამბერგის უნივერსიტეტში (გერმ. Otto-Friedrich-Universität Bamberg).

ნატალია ფილატკინა 1996-დან 1999 წლამდე მოსკოვში ასწავლიდა გერმანულს (როგორც უცხო ენას). გერმანიაში ნ. ფილატკინა დაბრუნდა ლუქსემბურგის კულტურის და კვლევის სამინისტროს ხელშეწყობით გამოყოფილი სტიპენდიით და დისერტაცია დაიცვა 2003 ქალაქ ბამბერგში პროფესორ კლოდინ მულენის ხელმძღვანელობით თემაზე ლუქსემბურგული ენის ფრაზეოლოგია (ISBN 3-8253-5055-X), შრომა აღინიშნა ლუქსემბურგის უნივერსიტეტის პრემიით (ფრანგ. Prix d'encouragement).

ნატალია ფილატკინა არის ლუქსემბურგის ენების და ლიტერატურების კვლევითი ცენტრის წევრი. არსებული ცენტრი, სხვა მიმართულებით საქმიანობის გარდა, დაკავებულია ლუქსემბურგის ლინგვისტიკის ონლაინ-ბიბლიოგრაფიით.

2003 წლის ზამთრის სემესტრიდან მოყოლებული ნატალია ფილატკინა არის ტრირის უნივერსიტეტში ძველი გერმანული ფილოლოგიის მეცნიერ-თანამშრომელი.

ტრირის ისტორიული და კულტურულოგიური კვლევითი ცენტრის საქმიანობის ფარგლებში ნატალია ფილატკინა აგრძელებს კვლევით მოღვაწეობას ისტორიულ ენათმეცნიერებაში, კერძოდ კი გერმანული ენის ფრაზეოლოგიაში.

2013 წელს ნატალია ფილატკინა წარმოადგენდა დიუსელდორფის უნივერსიტეტის (გერმ. Universität Düsseldorf) პროფესურას.

დღესდღეობით ნატალია ფილატკინა მუშაობს საჰაბილიტაციო პროექტზე „ისტორიული ფორმალური ენა“, პროექტი მიმდინარეობს ვალტერ და ზიბილე კალკჰოფ-როზეს ფონდის (გერმ. Walter und Sibylle Kalkhof-Rose-Stiftung) სტიპენდიის ხელშეწყობით.

ნატალია ფილატკინამ 2020 წელს დაიკავა ჰამბურგის უნივერსიტეტის (გერმ. Universität Hamburg) არაგეგმიერი პროფესორის საპატიო თანამდებობა, სადაც დღემდე უნივერსიტეტის პროფესორად მსახურობს.

ნატალია ფილატკინას დაოჯახებულია და ჰყავს ერთი ვაჟი.

მიმდინარე კვლევითი პროექტები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #130396184 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.