კლოდინ მულენი

ლუქსემბურგელი ენათმეცნიერი და პროფესორი

კლოდინ მულენი (ფრანგ. Claudine Moulin; დ. 9 თებერვალი, 1962, ლუქსემბურგი) — ენათმეცნიერი, პროფესორი. ძველი გერმანისტიკული ფილოლოგიის დარგში მოღვაწე გერმანისტი ქალი.

კლოდინ მულენი
დაბ. თარიღი 9 თებერვალი, 1962(1962-02-09) (62 წლის)
დაბ. ადგილი ლუქსემბურგი
მოქალაქეობა  ლუქსემბურგი
საქმიანობა გერმანისტი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ტრირის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბამბერგის უნივერსიტეტი
ჯილდოები Order of Merit of Rhineland-Palatinate

აკადემიური გზა

რედაქტირება

პროფესორი კლოდინ მულენი 2003 წლიდან სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ტრირის უნივერსიტეტში (გერმ. Universität Trier).

კლოდინ მულენმა ბამბერგის უნივერსიტეტში (გერმ. Otto-Friedrich-Universität Bamberg) 1989 წელს დაიცვა საპრომოციო ნაშრომი, ხოლო 1999 წელს კი საჰაბილიტაციო კვლევა.

პროფესორ მულენის სადისერტაციო თემას წარმოადგენდა „მთავრული ასოების (მაიუსკელი) გამოყენება მარტინ ლუთერის გერმანული წერილებში“, რომელიც ვიურცბურგის ძველი ზემოგერმანულის კვლევით იყო დაკავებული.

გარდა ამისა, კლოდინ მულენმა ორ ტომად გამოსცა გერმანული გრამატიკებისა და ორთოგრაფიის სწავლებათა ბიბლიოგრაფია ტრადიციის დასაბამიდან ვიდრე 1700 წლამდე.

2005 წლის შემოდგომიდან 2009 წლის ზაფხულამდე პროფესორი კლოდინ მულენი იყო სპიკერი ტრირის ისტორიულ-კულტუროლოგიური კვლევითი ცენტრისა, რომლის საბჭოს წევრადაც იგი დღემდე რჩება.

კლოდინ მულენი, სხვადასხვა მიმართულებებით საქმიანობის გარდა, დაკავებულია ლუქსემბურგულის ენის ისტორიითა და დიალექტოლოგიით.

პროფესორი კლოდინ მულენი ხელმძღვანელობს სამეცნიერო კვლევით პროექტზე მომუშავე ჯგუფს, რომელიც ლუქსემბურგულის დიგიტალური ენობრივი ატლასის შექმნითაა დაკავებული.

2013 წლიდან პროფესორი კლოდინ მულენი ბამბერგის ოტო-ფრიდრიხ-უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრია.

შრომები, წიგნები

რედაქტირება
  • Deutsche Grammatiken vom Humanismus bis zur Aufklärung. Ausstellung der Forschungsstelle für deutsche Sprachgeschichte der Universität Bamberg in Zusammenarbeit mit der Staatsbibliothek Bamberg. Katalog, Bamberg 1988, გვერდი 95.
  • Der Majuskelgebrauch in Luthers deutschen Briefen (1517-1546), Germanische Bibliothek NF. 3. სერია: Untersuchungen, Heidelberg 1990, XXXIII S., გვერდი 462. Rolf Bergmann, Peter Pauly: Neuhochdeutsch. Arbeitsbuch zur Grammatik der deutschen Gegenwartssprache, 4. neubearbeitete und erweiterte Auflage von Rolf Berg­mann und Claudine Moulin-Fankhänel, Göttingen 1992, გვერდი 231.
  • Rolf Bergmann, Peter Pauly: Alt- und Mittelhochdeutsch. Arbeitsbuch zur Grammatik der älteren deutschen Sprachstufen und zur deutschen Sprachgeschichte, 4., erwei­terte Auflage. Bearbeitet von Rolf Bergmann und Claudine Moulin-Fankhänel, Göttingen 1993, გვერდი 259.; 5. überarbeitete Auflage, Göttingen 1999, გვერდი 240.
  • Bibliographie der deutschen Grammatiken und Orthographielehren, I. Von den Anfängen der Überlieferung bis zum Ende des 16. Jahrhunderts. Unter Mitarbeit von Ursula Götz. Mit einem Vorwort von Rolf Bergmann, Germanische Bibliothek. NF: 6. სერია: Bibliographien und Dokumentationen 4, Heidelberg 1994, გვერდი 246.
  • Bibliographie der deutschen Grammatiken und Orthographielehren, II. Das 17. Jahrhundert, Germanische Bibliothek. NF: 6. სერია: Bibliographien und Dokumentationen 5, Heidelberg 1997, გვერდი 501.
  • Würzburger Althochdeutsch. Studien zur Bibeltextglossierung, Habilitationsschrift Bamberg 1999.
  • Moulin, Claudine, Nübling, Damaris (პირველგამომცემელი.): Perspektiven einer linguistischen Luxemburgistik. Studien zu Diachronie und Synchronie., Universitätsverlag Winter, Heidelberg, 2006.

მიმდინარე კვლევითი საქმიანობა

რედაქტირება

აღნიშვნები

რედაქტირება

2010 წლის დეკემბერში პროფესორ კლოდინ მულენს მიენიჭა რაინლანდ-პფალცის მხარის აკადემიური პრემია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება