მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტი

მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტი (რუსულად Моско́вский госуда́рственный лингвисти́ческий университе́т, უწინდელი "მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი", რუსულად Московский государственный педагогический институт иностранных языков имени Мори́са Торе́за) — უმაღლესი სასწავლო დაწესებულება მოსკოვში.

მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტი არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უმაღლესი სასწავლებელი ენათმეცნიერების დარგში. უნივერსიტეტში განათლებას ეუფლება დაახლოებით 10 000 სტუდენტი და ასპირანტი, სწავლება მიმდინარეობს 35 უცხოურ ენაზე.

სტრუქტურული ქვეგანყოფილებები

რედაქტირება

მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტი 11 ფაკულტეტი:

  • ინგლისური ენის ფაკულტეტი
  • მთარგმნელობითი ფაკულტეტი
  • გერმანული ენის ფაკულტეტი
  • ფრანგული ენის ფაკულტეტი
  • საერთაშორისო ურთიერთობათა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი
  • დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტი
  • მეორე უმაღლესი განათლების ფაკულტეტი
  • სამხედრო სწავლების ფაკულტეტი
  • უცხოელ მოქალაქეთა სწავლების ფაკულტეტი
  • მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტი

მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტის სასწავლო ინსტიტუტები:

  • მორის ტორეზის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი
  • კვალიფიკაციის ამაღლების დარგთაშორისო ინსტიტუტი

უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრები

რედაქტირება

მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებთან, სასწავლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. არსებული თანამშრომლობის მთავარი შემადგენელს წარმოადგენს მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტის ენობრივი ცენტრები:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება