ნაროვანიმთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მდინარეების ლაროვანისწყლისა და ქვახიდისწყლის (პირიქითი ალაზნის სისტემა) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3439 . აგებულია ქვედაიურული წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვების შუა შრეებით. აღმოსავლეთი კალთა ციცაბოა, დასავლეთი — საშუალოდ დამრეცი. ნაროვანი შემოსილია ალპური მცენარეულობით, მთის წვერზე სუბნივალური ბალახეულია.

ნაროვანი
კოორდინატები: 42°31′04″ ჩ. გ. 44°33′52″ ა. გ. / 42.5177806° ჩ. გ. 44.5645306° ა. გ. / 42.5177806; 44.5645306
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
დუშეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3439 
ამგებელი ქანები ქვიშაქვა
ნაროვანი — საქართველო
ნაროვანი
ნაროვანი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ნაროვანი

ლიტერატურა რედაქტირება