ნარვა (მდინარე)
ნარვა (ნაროვა[1]; ესტ. Narva jõgi და Naroova) — მდინარე ესტონეთისა და რუსეთის საზღვარზე. ლიტერატურაში ასევე გვხვდება სახელწოდებები ალუქსე (ნაროვის ძველი სახელწოდება[2]) და ბეკი[3], ეს უკანასკნელი კი XVII საუკუნეში, შვედეთის მმართველობის დროს გამოიყენებოდა და გერმანელ მოგზაურ ადამ ოლეარს ჰქონდა მოხსენიებული. მდინარეზე მდებარეობს ქალაქები — რუსეთის ივანგოროდი და ესტონეთის ნარვა და ნარვა-იიესუუ. დღეისთვის მდინარის ნაპირები ერთმანეთთან დაკავშირებულია ორი ხიდით. 1991 წლის მდინარის ფარვატერის მიხედვით, მდინარეზე რუსეთ-ესტონეთის საზღვარი გადის. მდინარის ნაპირების გასწვრივ მდებარე რეგიონს ასევე ნარვისპირეთს უწოდებენ. ნარვა ესტონეთის უდიდესი ჩამდინარე მდინარეა. ის ფინეთის ყურეში ჩამდინარე მდინარეებს შორს სიდიდით მეორეა, მდინარე ნევას შემდეგ. მდინარე ნარვას ყველაზე დიდი შენაკადია პლიუსი, რომელიც ნარვას წყალსაცავთან მდინარეს მარჯვნიდან უერთდება.
ნარვა ესტ. Narva | |
---|---|
მდინარე ნარვა ქალაქებს ნარვასა (მარცხნივ) და ივანგოროდს (მარჯვნივ) შორის. | |
ქვეყანა |
ესტონეთი რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები |
იდა-ვირუმაა (ესტონეთი) ლენინგრადის ოლქი(რუსეთი) |
ქალაქები | ნარვა, ივანგოროდი |
მარჯვენა შენაკადები | პლიუსა |
მარცხენა შენაკადები | როსონი |
სათავე |
ჩუდ-ფსკოვის ტბა 58°59′14″ ჩ. გ. 27°43′49″ ა. გ. / 58.98722° ჩ. გ. 27.73028° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 30 მ |
შესართავი |
ნარვის ყურე, ბალტიის ზღვა 59°28′12″ ჩ. გ. 28°02′36″ ა. გ. / 59.47000° ჩ. გ. 28.04333° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | ქალაქი ნარვა-იიესუუ, ესტონეთი |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 77 კმ |
აუზის ფართობი | 56 200 კმ² |
მდინარის სისტემა | ბალტიის ზღვა |
წყალსაცავი | ნარვის წყალსაცავი |
ჰესი | ნარვის ჰესი |
წყლის ხარჯი (საშ.) | 399 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ნარვა ვიკისაწყობში |
V-XI საუკუნეებში, ვიკინგების ეპოქაში მდინარე ნარვა სავაჭრო მარშრუტად გამოიყენებოდა. მდინარე, ვარიაგებისთვის ბერძნებთან ვაჭრობის ერთ-ერთი დამაკავშირებელი გზა იყო.
ეტიმოლოგია
რედაქტირებატოპონიმ ნარვას ეტიმოლოგია ნათელი არაა, მაგრამ გავრცელებული თეორიის მიხედვით, ის მოდის ვეფსური სიტყვისგან narva, რომელიც ჩანჩქერს ან ნაკადულს ნიშნავს.[4]
ზოგადი მახასიათებლები
რედაქტირებამდინარე სათავეს ჩუდ-ფსკოვის ტბიდან (ესტ. პეიფსის ტბა) იღებს და ჩაედინება ბალტიის ზღვის ფინეთის ყურის ნარვის ყურეში.
- მდინარის სიგრძე — 77 კმ, რომლისგან 40 კმ — ზედა დინება, 20 კმ — შუა დინება, 17 კმ — ქვემო დინება.
- აუზის ფართობი — 56 200 კმ².
- მდინარის შესართავთან წყლის ხარჯი — 399[5] მ³/წმ ან 12,58 კმ³/წელი, რომელიც 78 მ³/წმ-ით ან 2,46 კმ³/წელი-თ მეტია, ვიდრე სათავეში.
- მდინარის სიმაღლე — 30 მ, რომლისგან 19% (4—7,5 მ) ნარვის ჩანჩქერებზე მოდის, ხოლო 16% (5 მ) — ომუტის ბარიერებზე.
- პოტენციური ჰიდროენერგეტიკული რესურსები: საშუალო წლიური სიმძლავრე 141 მგვტ, საშუალო წლიური გამომუშავება 1235 მილიონი კვტ⋅სთ.
- მდინარის სიგანე საშუალოდ 200—300 მ, თუმცა, ნარვის ჰესის ქვემო დინებაზე 390 მეტრია.
- სიღრმე უმეტესად 3-4 მ, ადგილ-ადგილ 6 მ, ჰესის ქვემოთ — 11 მეტრამდეა, შესართავამდე — 15 მეტრამდე.
- მდინარის დინების საშუალო სიჩქარე — 1 მ/წმ, ბარიერებზე 3 მ/წმ, ქვედა დინება — 0,5 მ/წმ.
- მდინარის ზედაპირის მოყინვა 5,5 თვე გრძელდება, ზაფხულში — წყალმცირობა იცის.
- მდინარე ძირითადად იკვებება თოვლით.
ჰიდროელექტროსადგურები: ნარვის ჰიდროელექტროსადგური.
მდინარეზე მდებარე ქალაქები: ნარვა, ნარვა-იიესუუ (ესტონეთი) და ივანგოროდი (რუსეთი).
ტრანსპორტი: ნარვის ჰიდროელექტროსადგურის ქვემოთ (14,9 კმ) და ნარვის წყალსაცავზე (15 კმ) მდინარე სანაოსნოდ გამოდგება, აქედან გამომდინარე, მდინარს 40% სანაოსნოა.
ფაუნა
რედაქტირებამდინარე ნარვა მდიდარია თევზით. აქ გვხვდება ნაფოტა, ქორჭილა, კაპარჭინა, წერი, ფარფლწითელა და სხვ. მდინარის ქვედა დინებაში ქვირითს ყრის ორაგულისებრნი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Feršel, Anne-Ly (2010). The River Narva. Estonian Environmental Board. ISBN 978-9949-9057-4-4. ციტირების თარიღი: 9 აპრილი 2021.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ивангород: Нарвские водопады. ციტირების თარიღი: 2019-01-17
- Исследование ситуации по портам на реке Нарва. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2019-01-17
- Принаровье. ციტირების თარიღი: 2019-01-17
სქოლიო
რედაქტირება- ↑ «Чудское озеро и верховье реки Наровы», академик Г. П. Гельмерсен., Приложение к VII-му тому записок Императорской Академии Наук. № 2, СПб, 1865
- ↑ А.Тынурист «Нарвские замки и сказки», 1924 г.
- ↑ Петров А. В. Город Нарва, его прошлое и достопримечательности. СПб, 1901, стр. 156
- ↑ Formation of city. Narva Museum. ციტირების თარიღი: 2009-01-11
- ↑ Narva at Narva-Ges. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-24. ციტირების თარიღი: 2021-12-22., UNESCO: Water resources