ნარვის ყურე (ესტ. Narva laht) — ფინეთის ყურის ნაწილი ბალტიის ზღვაში. ხმელეთში შეჭრილია 40 კილომეტრზე, სიგანე შესასვლელთან 90 კილომეტრი, სიღრმე 30 მეტრი. აღმოსავლეთ ნაპირი დაბალი და ქვიშიანია, სამხრეთი ძირითადად მაღალი და ციცაბო. დეკემბრიდან მარტამდე დაფარულია ყინულით. ნარვის ყურეს ერთვის მდინარე ნარვა. შესართავთან ახლოს მდებარეობს კურორტი ნარვაიიესუუ.

ნარვის ყურე

ლიტერატურა რედაქტირება