ნაპოლეონ ციბულსკი

ნაპოლეონ ნიკოდემ ციბულსკი (პოლ. Napoleon Nikodem Cybulski; დ. 14 სექტემბერი, 1954, რუსეთის იმპერია — გ. 26 აპრილი, 1919, კრაკოვი, პოლონეთი) — პოლონელი ფიზიკოსი.

ნაპოლეონ ციბულსკი
დაბ. თარიღი 13 სექტემბერი, 1854(1854-09-13)[1]
დაბ. ადგილი Kryvanosy
გარდ. თარიღი 26 აპრილი, 1919(1919-04-26)[1] [2] (64 წლის)
გარდ. ადგილი კრაკოვი
დასაფლავებულია რაკოვიცკის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
პოლონეთი
საქმიანობა ბიოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკოსი და ექიმი
მუშაობის ადგილი იაგელონის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მინსკის კაცთა გიმნაზია და კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემია
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები პოლონეთის აღორძინების ორდენის კომანდორი

ბიოგრაფია რედაქტირება

ნაპოლეონ ნიკომედ ციბულსკი დაიბადა 1954 წლის 14 სექტემბერს. მამამისი იყო ჯოზეფ ნაპოლეონ ციბულსკი, ხოლო დედამისი — მარიანა ციბულსკი. მან საშუალო სკოლა მინსკში 21 წლის ასაკში დაამთავრა. შემდგომ იგი შევიდა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. ახალგაზრდა პოლონელმა ბიჭმა მარტივი კარიერის მოწყობა ვერ მოახერხა, რადგან დედაქალაქში არც ახლობელი ჰყავდა და არც ფული ჰქონდა. ციბულსკის მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებისა და შრომისმოყვარეობის იმედი უნდა ჰქონოდა. 1877-1885 წლებში ციბულსკი მუშაობდა სამხედრო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრაში ივანე თარხნიშვილის დამხმარედ. ექიმის დიპლომის მიღების შემდეგ ციბულსკი სპეციალდება ფიზიოლოგიის დარგში. შემდგომ პერიოდში ციბულსკი გადავიდა კრაკოვში (1885), სადაც განაგებდა ფიზიოლოგიის, ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრებს. შემდგომ პერიოდშ ციბულსკი ცოლად შეირთო ჯულია რაგოზინსკა.

მოღვაწეობა რედაქტირება

ციბულკის ცხოვრების ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია კრაკოვთან და იაგელონის უნივერსიტეტთან. მისი მეცნიერული მემკვიდრეობა შეადგება ასზე მეტი ნაშრომისაგან. ეს ნაშრომები თარგმნილია პოლონურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. მის ნაშრომებში ყველაზე საინტერესოა შემდეგი ფაქტი: ზოგიერთი ნაშრომი ციბულკიმ მიუძღვნა კუნთებში, ნერვებსა და ტვინის ქერქში მიმდინარე ელექტრულ მოვლენებს. ამ გამოკვლევებმა შექმნეს ბაზა შემდგომი პერიოდის ენცეფალოგრაფიისათვის.

ენცეფალოგრაფია იკვლევს თავის ტვინის ქერქის ბიოდენებს. ჯანმრთელ ადამიანში წონასწორობის მდგომარეობაში შესაძლებელია დაკვირვება განხორციელდეს თავის ტვინის ქერქში ელექტრული რხევების ორ ძირითად სახეზე: პირველი ეგრეთ წოდებული „ალფა“ რხევები, რომლებიც უფრო ძლიერად მჟღავნდება კეფისა და საფეთქლის არეში და მიილევა მხედველობითი და სმენითი შეგრძნებების აღქმისას, რაც ყურადღების გამახვილებასთან არის დაკავშირებული, ხოლო მეორე სახეა „ბეტა“ ტალღები, რომელიც უფრო ძლიერად მჟღავნდება შუბლის არეში. არსებობს სხვადასხვა ენცეფალოგრაფები, რომლებიც დიდი სიზუსტით ახდენენ მცირე ელექტრული დენების რეგისტაციას ადამიანის თავის ტვინის ქერქში.

ციბულსკიმ სწორედ მეცნიერების ამ მნიშვნელოვან დარგს (ენცეფალოგრაფიას) ჩაუყარა საფუძველი, რომელიც აერთიანებს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მოვლენებს სუსტი ელექტული რხევების მიღებუსა და ჩაწერის ტექნიკისაკენ. სწორედ ეს არის მისი ყველაზე დიდი დამსახურება.

იგი აგრეთვე იყო კრაკოვის ფსიქოლოგიის სკოლის დამფუძნებელი. აგრეთვე ციბულსკი 1891 წლის 31 ოქტომბრიდან გახდა „სასწავლო აკადემიის“ აქტიური წევრი. მის სტუდენტებს მიეკუთვნებიან: ადოლფ ბეკი, ვლადისლავ სიმონოვიჩი, ლეონ ვახოლოზი, ალექსანდრე როსნერი და სტანისლავ მაზიარსკი.

ციბულსკი არ ჰგავდა ისეთ მეცნიერებს, რომლთა ბიოგრაფიებიც სავსეა არაჩვეულებრივი ამბებით, რომლებიც ერთი დღის განმავლობაში იხვეჭენ სახელ, ხდებიან ცნობილები და იწვევენ მუდამ აღფრთოვანებას. იგი მუშაობდა სისტემატიურად, ყოველდღე, ყოველწუთს, შრომობდა მთელი თავისი სულით და გულით. მას გაჩერება უბრალოდ არ შეეძლო. 1916 წელს ციბულსკის დამბლის გამო მოუწია უარი ეთქვა პედაგოგობაზე. საქმის მიტოვების გამო იგი ღრმად უბედურ კაცად თვლიდა თავს. თუმცა ერთი წლის შემდგომ მან მაინც მოახერხა და დაუბრუნდა საყვარელ მეცადინეობებს. იგი თავის სამუშაოს სიკვდილის ბოლომდე ასრულებდა.

ნაპოლეონ ნიკომედ ციბულსკი გარდაიცვალა 1919 წლის 26 აპრილს, ინსულტის შედეგად რომელიც პროფესორს იაგელონის უნივერსიტეტში, ფიზიოლოგიის კათედრაზე დაემართა.[3][4]

ლიტერატურა რედაქტირება

  • სობესიაკი რ., დიდი ფიზიკოსები, გვ. 89-91, თბ., 1978.
  • Wołczański J (1996). "[Professor Wladyslaw Szymonowicz (1869-1939). Scientific biography]". Folia Med Cracov. 37 (3–4): 41–9. PMID 9312534.
  • Pawlik W, Konturek S, Bilski R (2006). "Napoleon Cybulski - Polish pioneer in developing of the device for measuring blood flow velocity". J Physiol Pharmacol. 57 Suppl 1: 107–18 PMID 16766802.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Internetowy Polski Słownik Biograficzny
  2. Base biographique
  3. "Wdzięczni każdego dnia". Retrieved 2017-04-08.
  4. "Napoleon Cybulski (1854–1919)". 2013-02-13.PMC3825613.