ნაომარიგორის ნამოსახლარები და სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

ნაომარიგორის ნამოსახლარები და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ სათაფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დავითგარეჯის უდაბნოში, მლაშე ტბების მხარეში. განეკუთვნება ძვ. წ. II და I ათასწლეულებს.

ძეგლი აღმოჩენილი იქნა აეროფოტო მასალით. 1989 წელს ადგილზე მუშაობა დაიწყო კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კონსტანტინე ფიცხელაურის ხელმძღვანელობით. 2001-2007 წლებში კი ნაომარიგორაზე მუშაობა დაიწყო კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის და ტიუნბინგენის ებერჰარდ კარლის უნივერსიტეტის ტროას ჯგუფის გაერთიანებულმა ექსპედიციამ. ნამოსახლარი ძველ აღმოსავლურ ქალაქს წააგავს და სტრუქტურით შეიძლება დავასკნათ რომ წინასწარ გაწერილი გეგმითაა აშენებული.

ნამოსახლარები რედაქტირება

ნამოსახლარები განლაგებულია მაღალი, მოგრძო მთის თხემზე. დასახლების უკიდურეს დასავლეთში შემაღლებული ნაწილია, რომელიც შესაძლოა ციტადელს წარმოადგენდეს, დასავლეთ მხარეში ასევე დამატებით გამოყოფილია ორი ღრმა თხრილი და მიწაყრილი. ტერასები და თხრილები ჩრდილოეთითაც შეინიშნება. სავარაუდოა რომ მსგავსი ნიშნები იქნებოდა სამხრეთშიც, თუმცა რელიეფის ჩარეცხვის გამო ეს არ შეინიშნება. შესამჩნევია რომ ციტადელს ქვით აშენებული სამი გალავანი იცავდა.

შიდა გალავნის სამხრეთ კედლის შიდა და გარე პირი დიდი ლოდების პერანგითაა აშენებული, მათ შორის დარჩენილი სივრცეები კი წვრილი, ნატეხი ქვებითაა ამოვსებული. პერანგის ქვები ზოგან ორფენადაა შემორჩენილი. სავარაუდოდ, ამ საფუძველზე ხის კონსტრუქციებით მოჩარჩოებული, მძლავრი გალავანი იყო ამოყვანილი, რომლის ღიობიც წვრილი ქვებით იყო შევსებული.

ციტადელის შიდა ზღუდის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში გაიწმინდა დიდი ლოდებით ნაგები, ოთხკუთხა კოშკების საფუძვლები. სამხრეთ-აღმოსავლეთ კოშკის ძირას. დასავლეთ მხარეს, მოგრძო დერეფანია. მასთან მდებარე პატარა სათავსში მრავლად აღმოჩენდა კერამიკა: ბრინჯაოს ნალისებრი საკიდები, თხელფირფიტოვანი, სამკუთხა ისრისპირეთი, მძივები და დიდი რაოდენობით წვრილი, დამწვარი ძვლის ფრაგმენტები, ნივთების ასეთი დიდი კონცენტრაცია შესაძლოა ამ ადგილას საკურთხევლის არსებობაზე მიუთითებდეს.

ციტადელის შიდა პირველ გალავანსა და დაახლების აღმოსავლეთ ნაწილს შორის, ციტადელის დონეზე, დამწვარი ქვის, მრგვალი, ზვინულის ირგვლივ ოთხკუთხა, ბრტყელი ფართობია. მრგვალი ზვინულის ნამტვრევი, დამწვარი ქვით შედგენილი ფენის ქვეშ მოზრდილი ნაგებობის, ქვის კედელი გამოვლინდა. ხოლო ნაცრის ფენაში, სანახევროდ მიწაში ჩადგმული ქვევრი.

ბორცვის ყრილის ქვეშ გამოყვანილი კედელი და მთლიანად დამწვარი ქვით წარმოდგენილი ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარს განეკუთვნება.

ნაომარიგორის დანარჩენ ორ დასახლებაზე, რომლებიც პირველი დასახლების ჩრდილოეთით, 300-400 მეტრის მოშორებით. აქ აღმოჩნდა ნახევარწრიული საცხოვრებელი სახლები, რომელთა შიდა მხარეც ქვის ერთი რიგითაა ამოშენებული. წყობა მშრალია, სათავსები კი სხვადასხვა ზომისაა. ყველა მათგანს თითო კუთხეში გამართული იყო კერა და ძევს ხელსაფრქვავი. ადგილზე მოპოვებული იქნა მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა, სხვადასხვა მოხატულობის, ფორმის და ზომის თიხის ჭურჭელი, აღსანიშნავია ხელსაფრქვავები, სანაყები და სასრესები.

ნაომარიგორის სამხრეთით მაღალი მთაა, რომელსაც ადგილობრივები რკინის მთას უწოდებენ. რკინის მთის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ჩამძვერალასხევის ჩაყოლებით მრავარ ადგილას აღმოჩნდა რკინის მადნის ძარღვები, რკინის ძველი გადამუშევრები და მადნის დამუშავების პირველადი საწარმოო უბნები.

სამაროვანი რედაქტირება

ნაომარიგორის სამხრეთით, 200 მეტრის მოშრებით, გალავნის ძირში მდებარე დიდ ტრასაზე, სავარაუდოდ, დასახლების კუთვნილი, გაძარცვული ელიტალური სამარხები აღმოჩნდა. სამაროვანი განეკუთვნება ძვ. წ. II და I ათასწლეულებს. სამარხში ლეგა კერამიკასთან ერთად აღმოჩნდა ბრინჯაოსტარიანი სატევარი და ბრინჯაოს დიდი შუბისპირი. იმავე ტერასაზე გაიწმინდა ქვის ოთხი დიდი ნაგებობა. რაღა შესამჩნევად დამხმარე ფსკერი ქვითაა მოგებული. ნაგებობის ერთ ნაწილს, რომელიც დანარჩენებისგან ქვის განიერი ტიხრითაა გამოყოფილი. სამაროვნს ზემოდან მოზვინული ჰქონია ქვის დიდი ყრილი. მიწაში ჩამჯდარი კედლების ნაწილი ლოდებითაა ნაგები, დანარჩენი კი შედარებით მცირე ზომის ქვების ერთი მწკრივით. კედლების ქვეშ იყო სამეურნეო ორმოები, ცენტრალური ამიერკავკასიისათვის დამამახასიეთებელი შავპირა თიხის ჭურჭლით, რომელებიც ძვ. წ. XIV-XIII საუკუნეებით თარიღდება.

ქვის მიწისქვეშა, თხრილიანი ნაგებობები დაზიანებულია IV-III საუკუნეების ორმოსამარხეებით. მათში, როგორც წესი, ჩონჩხი ან არაბუნებრივ პოზიციაშია დამარხული, ან ნაკულადაა დამარხული. ნაკლულად დამარხულ მიცვალებულებს ძირითადად თავი აკლიათ, რაც შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს რომ სამარხები ბრძოლაში დაღუპულებს ეკუთვნით. სწორედ ამას უნდა უკავშირდებოდეს ადგილის სახელწოდებაც, ნაომარიგორა. სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ზარაკები, ნახევარსფირული საბეჯდავები, ქვიშაქვის ბორბლისებრი და სარდიონის ცილინდრისებრი ან სცერული მინის თავალედები, მედალიონი და მინისებრი პასტის ბრტყელი და მსხლისებრი მძივები.

ლიტერატურა რედაქტირება