ნანა (წოვინარ) ნაზაროვა (დ. 1 ივლისი, 1956, თბილისი) — სამოქალაქო უფლებების დამცველი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნანა ნაზაროვა დაიბადა 1956 წლის 1 ივლისს, ქალაქ თბილისში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. 1996 წელს დააარსა ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება, 1998 წლიდან ჩართულია ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობაში. იგი 1999 წლიდან მონაწილეობს ადამიანის უფლებათა დაცვის,[1] სოციალური რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ტრენინგებში.

მუშაობდა შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მათემატიკური მოდელირების ლაბორატორიაში. 2000 წლიდან თანამშრომლობს საერთაშორისო ქსელთან — „ევროპული პლატფორმა ტრეფიკინგის, მონობისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ“, როგორც ექსპერტი და მკვლევარი მიგრაციისა და მისი კრიმინალური ასპექტების, ადამიანის ვაჭრობასთან ბრძოლის საკითხებში. ამ სფეროში არის 50-ზე მეტი პროექტის ავტორი და ტრეფიკინგისა და მიგრაციის საკითხებზე გამოქვეყნებული რვა პუბლიკაციის თანაავტორი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • რადიო „თავისუფლების“ პროექტი, თბ., 2014, გვ. 125

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება