ნათელა საღარაძე
ნათელა საღარაძე (დ. 24 დეკემბერი, 1924, თბილისი — გ. 22 ნოემბერი, 2018) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1963), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი.
ნათელა საღარაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
24 დეკემბერი, 1924 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 22 ნოემბერი, 2018 (93 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის მე-20 საშუალო სკოლა. 1942-1944 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტში.
მისი დებიუტი შედგა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე (ელისაბედი, ი ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი“). სხვადასხვა წლებში მუშაობდა მარჯანიშვილის (1944-1946), სოხუმის (1946-1948), გორის (1948-1952) თეტრებში. 1952 წლიდან ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეტრის მსხიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: როზალია (ა. შირვანზადეს „პატიოსნებისათვის“), შუშანა (კ. კალაძის „სოფლის საამო საღამოები“), მისის სიმპსონი (ა. პეტროვის „მშვიდობის კუნძული“), დედოფალი რუსუდანი (გ. ქელბაქიანის „თქმულება დიდ მეგობრობაზე“), გრაფინია ალმავივა (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), ლედი მაკდონალდი (ლ. თაქთაქიშვილის „გრიბოედოვი“), გულქანი (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), ემილია (უ. შექსპირის „ოტელო“), მისის დაჯენი (ბ. შოუს „ეშმაკის მოწაფე“), მსახიობი ქალი (კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“), თამარი (ი. ვაკელი „გიორგი სააკაძე“), ვარვარა კარპოვნა (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), ქეთევანი (ა. ჩიჯავაძის „თხუნელა“), გულქანი (ა. სუმბათაშვილის „მოკვეთილი“), ეკვირინე (დ კლდიაშვილის „ქამუშაძის გაჭირვება“), ბერნარდა ალბა (გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“) და სხვა.
2014 წლის 14 მაისს ნათელა საღარაძეს ქუთაისის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.[1]
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მესხიშვილის თეატრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-31. ციტირების თარიღი: 2023-07-30.