ლევან ნათაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ნათაძე, ლევან)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნათაძე.

ლევან (ლეო) იასონის ძე ნათაძე (დ. 1880, კასპი, გორის მაზრა — გ. 1922, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, პედაგოგი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

ლევან ნათაძე
დაბ. თარიღი 1880
დაბ. ადგილი კასპი, გორის მაზრა
გარდ. თარიღი 1922
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და მასწავლებელი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1899 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის მესამე გიმნაზია და ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ სტუდენტთა პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობისათვის გარიცხეს და დააპატიმრეს. უნივერისტეტის დამთავრების შემდეგ, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, კითხულობდა ლექციებს სახალხო უნივერსიტეტში. ერთხანს ერევნის გიმნაზიაში იყო მასწავლებლად. სამშობლოში დაბრუნებული თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთებში და სახალხო განათლების ორგანოებში. 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან და განათლების კომისიის თავმჯდომარე.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994
  • ხვადაგიანი ი., საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება