ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფატმა ნაზლი ეჯევითი (თურქ. Nazlı Ecevit, დ. 4 იანვარი, 1900 — გ. 14 აგვისტო, 1985, თურქეთი) — მასწავლებელი და რეალისტი მხატვარი. თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბულენთ ეჯევითის დედა.

ნაზლი ეჯევითი
დაიბადა 4 იანვარი, 1900(1900-01-04)
დაბადების ადგილი სტამბოლი
გარდაიცვალა 14 აგვისტო, 1985(1985-08-14) (85 წლის)
გარდაცვალების ადგილი ანკარა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფატმა ნაზლი დაიბადა 1900 წლის 4 იანვარს სტამბოლში, მაშინდელი ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქში.[1] მისი წინაპრები იყვნენ სამხედროები, მამა — პოლკოვნიკი ემინ სარგუტი, ხოლო დედის ბაბუა კირატ ფაშა — ოსმალეთის სულთნის თანაშემწე.[2] ოჯახი წარმოშობით ბოსნიელი იყო. 1915 წელს შაპას გოგონათა პედაგოგიური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი თურქი მხატვრის, მიჰრი მუშფიკის რჩევით, გადაწყვიტა დაკავებულიყო მხატვრობით.

1915 წლიდან 1922 წლამდე სწავლობდა გოგონათა სახვითი ხელოვნების სკოლაში.[3] მას შემდეგ, რაც თურქეთის დამოუკიდებლობისთვის ომის გამო გოგონათა სახვითი ხელოვნების სკოლის დამამთავრებელი გამოცდები გაუქმდა, მან მიიღო მასწავლებლის სერთიფიკატი.[4] ნაზლიმ ბეშიქთაშის გოგონათა საშუალო სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. შემდეგ ის გაჰყვა მშობლებს კასთამონუში, ანატოლიაში და 25 წლით შეაჩერა მხატვრობის კარიერა. ის ჯერ ასწავლიდა კასთამონუში, შემდეგ კი ბოლუსა და იზმითში.

1924 წელს დაქორწინდა და საცხოვრებლად ანკარაში[4] გადავიდა. ერთი წლის შემდეგ მას შეეძინა ვაჟი, ბულენთი, რომელიც მოგვიანებით გახდა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, შემდეგ კი — თურქეთის პრემიერ-მინისტრი კიდევ ოთხჯერ. იგი მუშაობდა ხელოვნების მასწავლებლად მასწავლებელთა მუსიკალურ სკოლაში, რომელიც გახდა ჰაჯეტპეს უნივერსიტეტის ანკარის სახელმწიფო კონსერვატორიის წინამორბედი. გარდა ამისა, იგი ასწავლიდა სტამბოლის საშუალო სკოლაში. მისი პედაგოგიური კარიერა გაგრძელდა 19 წელი.[4]

შემოქმედებითი საქმიანობა

რედაქტირება

ეჯევითი ფერწერას 1947 წელს დაუბრუნდა.[4] ჯერ კიდევ სტუდენტობისას მან თავისი ნამუშევრების ჩვენება გამართა გალათასარაის გამოფენებზე და კვლავ დაიწყო გამოფენებში მონაწილეობის მიღება 1947 წლის შემდეგ. ის ასევე აწყობდა კერძო გამოფენებს.

მისი ნამუშევრები წარმოადგენს რეალისტური და იმპრესიონისტული სტილის სიმბიოზს. მისი სტილი მოგვაგონებს 1930-იანი წლების თურქ მხატვრების სტილს. მას ჰქონდა უზადო მხატვრული გემოვნება. 1947 წლის შემდეგ იგი ძირითადად პეიზაჟებს და ნატურმორტებს ხატავდა, რომელიც შერწყმული იყო ლანდშაფტის ნახატებში იმპრესიონისტული სტილის რბილი და ფერადი მგრძნობელობა და სამყაროს ობიექტური, რეალისტური ხედვა.

მისი იმპრესიონიზმი ეფუძნება ომის პერიოდის თურქი სამხედრო მხატვრების ტრადიციებს. 1948 წლიდან 1975 წლამდე ეჯევითი თითქმის ყოველწლიურად აწყობდა გამოფენას ხელოვნებისა და სკულპტურის სახელმწიფო გამოფენაზე. იგი ხატავდა ზეთებით, აკვარელით, ფანქრებითა და ნახშირით. 1975 წელს, 75 წლის ასაკში, იგი სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორატმა დააჯილდოვა მედლით.[2]

ცნობილი ნამუშევრები

რედაქტირება

2000 წლის აპრილში სტამბოლში გამართულ აუქციონზე ნაზლი ეჯევითის ნამუშევარი „ბებეკი“ 12 მილიარდ თურქულ ლირად იყიდა კოლექციონერმა.[5]

2003 წელს თურქეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების და ინტერიერის განახლების შემდეგ, სთხოვა რეზიდენციის ფოიეში განტავსებულიყო მისი ნამუშევარი „სალაჯაკი“ [6]

გარდაცვალება

რედაქტირება

1985 წლის ივნისში ეჯევითი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადაიყვანეს სტამბოლის საავადმყოფოში.[7] მოგვიანებით იგი ანკარაში გადაიყვანეს, სადაც მისი ვაჟი ბულენთ ეჯევითი ცხოვრობდა. 1985 წლის 14 აგვისტოს იგი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ჰაჯეტპეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში. იგი დაკრძალეს ჩებეჯი ასრის სასაფლაოზე [8][9]

  1. Nazlı Ecevit Doğum Tarihi. ციტირების თარიღი: 2020-03-31
  2. 2.0 2.1 Nazlı Ecevit. ციტირების თარიღი: 2020-03-31
  3. Türk Kadınının İlk Sanat Okulu: İnas Sanayi-i Nefise Mektebi
  4. 4.0 4.1 4.2 Nazlı Ecevit Kimdir, Hayatı, Eserleri, Hakkında Bilgi
  5. Nazlı Ecevit'in tablosuna 12 milyar - Gündem. www.hurriyet.com.tr. ციტირების თარიღი: 2020-04-04.
  6. Ecevit'in annesi Nazlı Ecevit'in tablosu Başbakanlık makamına asıldı. tgrthaber.com.tr. ციტირების თარიღი: 2020-04-04.
  7. Nazlı Ecevit’in tablosuna 12 milyar. ციტირების თარიღი: 2020-03-31
  8. Ecevit’in annesi Nazlı Ecevit’in tablosu Başbakanlık makamına asıldı. ციტირების თარიღი: 2020-03-31
  9. Nazlı Ecevit’in iki tablosuna 19.5 milyar. ციტირების თარიღი: 2020-03-31
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაზლი_ეჯევითი“-დან