ნოვრუზი

(გადამისამართდა გვერდიდან ნავრუზ ბაირამი)

ნოვრუზი (ნავროზი, ნოორუზი, ნაურიზი, ნავრეზი) (სპარს. نوروزNowruz, ტაჯ. Наврӯз, ქურთ. Newroz, უზბეკ. Navroʻz, თურქმ. Nowruz, ყაზახ. Наурыз, ყირგ. Нооруз, თურქ. Nevruz, აზერ. Novruz, ყირიმ. Navrez) — გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაული, რომელიც თურქ და ირანელ ხალხებში აღინიშნება. სიტყვა ნავრუზი (სპარს. نو روزNow ruz) სპარსული ენიდან მომდინარეობს და „ახალ დღეს“ ნიშნავს.

აზერბაიჯანის საფოსტო მარკა

აღინიშნება გაზაფხულის ბუნიაობის დროს: მარტს ირანში, შუა აზიისა და ამიერკავკასიის ქვეყნებში, 22 მარტს ყაზახეთში. ბაჰაის კალენდრის მიხედვით ამ დღეს ახალი წელიწადი იწყება.

დღესასწაულის ისტორია

რედაქტირება
 
ბარელიეფი, რომელზეც ზოროასტრისტული ნავრუზია გამოსახული

გაზაფხულის ბუნიაობის დღესასწაული, ნოვრუზი გაჩნდა ხორასანში 3000 წლის წინ, სოფლის მეურნეობის გაჩენისას. დღესასწაული ზოროასტრიზმის ტრადიციებს უკავშირდება. სამანიდების კარზე მყოფი ფირდოუსი და ომარ ხაიამი ნავრუზის გაჩენას ირანის ლეგენდარულ მეფეებს, ჯამშიდსა და კაიუმარსს უკავშირებდნენ.

ნოვრუზის აღნიშვნა გაუქმდა 1926 წელს საბჭოთა მთავრობის მიერ და აღდგა აზერბაიჯანში 1967 წელს. ყაზახეთში ნავრუზი სახელმწიფო დღესასწაულად 1991 წლის 15 მარტს ყაზახეთის სსრ–ის პრეზიდენტის მიერ გამოცხადდა და ყოველ 22 მარტს აღინიშნება როგორც „სახალხო დღესასწაული — Наурыз мейрамы“. აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში ნავრუზს სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსი აქვს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: