ნავარის მონარქების სია
ნავარის მონარქების სიაში წარმოდგენილია ნავარის სამეფოს მეფეების და დედოფლების სია. ნავარა ამჟამად არის ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება ჩრ. ესპანეთში.
ნავარის სამეფო არსებობდა 905-1620 წლებში. 1589 წელს საფრანგეთის მეფე ხდება, ნავარის მეფე ანრი IV. აქედან მოყოლებული საფრანგეთისა და ნავარის სამეფოები გაერთიანდნენ, თუმცა მათ მონარქებს ჰქონდათ საფრანგეთისა და ნავარის მეფის, ან დედოფლის ტიტული. 1620 წელს მეფე ლუი XIII-მ ნავარის სამეფო საბოლოოდ მიუერთა საფრანგეთს, რითაც ნავარის სამეფომ არსებობა შეწყვიტა.
ნავარის სამეფოს მთელი ისტორიის მანძილზე სულ 33 მეფე და 7 დედოფალი მართავდა.
ხიმენესების დინასტია 905-1234
რედაქტირება- 905-925 სანჩო I გარსესი
- 925-931 ხიმენო II გარსესი
- 931-970 გარსია სანჩეს I
- 970-994 სანჩო II აბარკა
- 994-1004 გარსია სანჩეს II
- 1004-1035 სანჩო III დიდი
- 1035-1054 გარსია სანჩეს III
- 1054-1076 სანჩო IV გარსესი
- 1076-1094 სანჩო V ხიმენესი
- 1094-1104 პედრო I
- 1104-1134 ალფონსო I
- 1134-1150 გარსია IV
- 1150-1194 სანჩო VI ბრძენი
- 1194-1234 სანჩო VII ძლიერი
შამპანის დინასტია 1234-1284
რედაქტირებასანჩო VII-ის გარდაცვალების შემდგომ, ნავარის ტახტი მემკვიდრეობით ერგო მის ქალიშვილ - ბლანკას, რომელიც შამპანის ჰერცოგინია იყო. ამიტომაც ნავარის მართვა დაიწყო ბლანკას ვაჟმა თეობალდ I-მა შამპანის დინასტიიდან.
კაპეტინგების დინასტია 1284-1441
რედაქტირებაკაპეტის სახლი 1284-1349
რედაქტირება1285-1328 წლებში ჟანა I ნავარელისა და ფილიპე IV ფრანგის ქორწინებით საფრანგეთის და ნავარის სამეფოები გაერთიანდნენ. შემდგომში ფილიპესა და ჟანას 3 ვაჟი - ლუი X, ფილიპე V და შარლ IV ამ ორი სახელმწიფოს მეფეები იყვნენ.
- 1284-1305 ფილიპ I სამართლიანი
- 1305-1316 ლუი I ბუზღუნა
- 1316 ჟან I მამის გარდაცვალების შემდეგ დაბადებული
- 1316-1322 ფილიპ II გრძელი
- 1322-1328 კარლ I სამართლიანი
- 1328-1349 ჟანა II
ევრეს სახლი 1349-1441
რედაქტირებამას შემდეგ რაც ფილიპ IV-ის სამი ვაჟი - ფილიპე, ლუი და შარლი უმემკვიდრეოდ გარდაცვალნენ, ნავარის მმართველობა დაიწყო შარლის ქალიშვილმა ჟანა II-მ თავის მეუღლე - ფილიპე III-თან ერთად, რომელიც ევრეს დინასტიის წარმომადგენელი იყო. მას შემდეგ რაც 1328 წელს საფრანგეთის ტახტზე ვალუას დინასტია გამეფდა, ფილიპ III-მ ნავარა გამოყო საფრანგეთისგან და მისი ერთპიროვნული მმართველი გახდა.
ტრასტამარას დინასტია 1425-1479
რედაქტირებაბლანკა I-ის გარდაცვალების შემდგომ ტახტი მისმა მეუღლემ - ჟან II-მ შეინარჩუნდა, რომელიც ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი იყო. იგი ნავარას გარდაცვალებამდე, ანუ 1479 წლამდე მართავდა, მის შემდგომ ტატხზე ავიდა ბლანკას და ჟანის ქალიშვილი ელეონორი.
ნავარის დედოფლისა და მეფის ტიტულისათვის ბრძოლა
რედაქტირება1441 წელს, ბლანკა I-ის გარდაცვალების შემდეგ გვირგვინი მისმა მეუღლემ ჟან II-მ მიიღო. იგი ნავარის სამეფოს მანამდე მართავდა სანამ, 38 წლის ასაკში არ გარდაიცვალა. ტახტზე მისი უფროსი ქალიშვილი - ელეონორი ადის, თუმცა ამავე წელს ელეონორიც გარდაიცვალა. ამის შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო ელეონორის და - ბლანკა (ნავარის სამეფო ტახტზე ქალსაც და მამაკაცსაც თანაბარი უფლება ჰქონდა, თუმ ქალი უფროსი შვილი იყო მამაკაცზე დიდი უფლებაც კი ჰქონდა), თუმცა ეს გააპროტესტა ბლანკას უმცროსმა ძმა - შარლმა. პოზიციები არც ბლანკამ დათმო, ამიტომაც დაიწყო ბრძოლა ნავარის ტახტისათვის რომელშიც შარლმა გაიმარჯვა. თუმცა შარლის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მაინც ბლანკა ავიდა.
ფოქსის დინასტია 1479-1517
რედაქტირებაელეონორ I-ის გარდაცვალების შემდგომ ტახტი მისმა და-ძმამ დაიკავეს. ელეონორის ვაჟმა გასტონ ფოქსმა (იგი ფოქსის დინასტიის წარმომადგენელი იყო, ვინაიდან ელეონორის მეუღლეც ფოქსის დინასტიის ჩამომავალი იყო) ცოლად შეირთო საფრანგეთის პრინცესა - მადლენ ვალუა. შემდგომში ბლანკა II-ის გარდაცვალების შემდეგ როცა გასტონი გარდაცვლილი იყო, მადლენის ნათესავებმა მოახერხეს და ნავარის ტახტზე დასვეს გასტონისა და მადლენის ვაჟი, ელეონორ I-ის შვილიშვილი - ფრანუა ფოქსი. რითაც ნავარაში საფუძველი ჩაეყარა ფოქსის დინასტიას.
ალბრეს დინასტია 1484-1572
რედაქტირებაკატალინა I თავის მეუღლე - ჟან III-თან ერთად მეფობდა, აქედან გამომდინარე მათი შვილებიც ალბრეს დინასტიის წარმომადგენელნი იყვნენ (ვინაიდან ჟანი ალბრეს დინასტიის ჩამომავალი იყო), აქედან მოყოლებული ალბრეს დინასტიამ ჩაანაცვლა ფოქსის დინასტია.
კაპეტინგების დინასტია 1572-1620
რედაქტირებაბურბონთა სახლი
რედაქტირებაჟანა III-ე გათხოვილი იყო ანტუან დე ბურბონზე, მათი შვილებიც ბურბონების დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ. ჟანას გარდაცვალების შემდგომ კი ტახტზე მათი ვაჟი ანრი III ადის, რომელსაც ცოლად საფრანგეთის პრინცესა - მარგარიტა ვალუა მოჰყავს. 1589 წელს უმემკვიდრეოდ დარჩენილმა საფრანგეთის მეფე ანრი III-მ თავის მემკვიდრეებად მარგარიტა და ანრი დაასახელა, სწორედ აქედან მოყოლებული ნავარასა და საფრანგეთს საერთო მონარქები ჰყავთ. 1620 წელს კი ანრის ვაჟმა - ლუი XIII-მ ნავარა საფრანგეთის გვირგვინის ქვეშ გააერთიანა, რითაც ნავარის სამეფომ არსებობა შეწყვიტა.
ლიტერატურა
რედაქტირება- (ფრანგულად) Jean-François Bladé, " Les comtes carolingiens de Bigorre et les premiers rois de Navarre ", p. 326-346, 400-413, 481-491, Revue de l'Agenais, 1895, tome 22
- (ფრანგულად) Jean-François Bladé, " Les comtes carolingiens de Bigorre et les premiers rois de Navarre ", p. 16-39, 308-324, 418-430, Revue de l'Agenais, 1896, tome 23
- (ფრანგულად) Jean-François Bladé, " Les comtes carolingiens de Bigorre et les premiers rois de Navarre ", p. 34-46, 201-211, 313-319, Revue de l'Agenais, 1897, tome 24