ნავაგა
ნავაგა (ლათ. Eleginus navaga) — თევზი ვირთევზასებრთა ოჯახისა. სიცივის მოყვარული, ზღვის სანაპირო ზონის ბინადარია. მისი სხეულის სიგრძე 30 სმ, მასა — 250 გ აღწევს. გავრცელებულია თეთრი ზღვიდან მდინარე ობის უბემდე. შედის მდინარეების შესართავებში. იკვებება მრავალჯაგრიანი ჭიებით და კიბოსნაირებით. სქესობრივად მწიფდება 2—4 წლისა, ტოფობს დეკემბერ-თებერვალში 2—10 მ სიღრმეზე. რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია. იჭერენ ზამთრობით და ყინავენ.
ნავაგა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Eleginus navaga | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 288.