ნადირ-შაჰის ლაშქრობა კავკასიაში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ნადირ-შაჰის ლაშქრობა კავკასიაში
ირან-ოსმალეთის ომის (1730—1736) ნაწილი

სპარსეთის ციხე სომხეთში
თარიღი 1734—1735
მდებარეობა ამიერკავკასია
შედეგი ნადირ-შაჰის გამარჯვება, კავკასიის სპარსელთა კონტროლის ქვეშ მოქცევა
მხარეები
* სეფიანთა იმპერია * ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
* სეფიანთა იმპერია ნადირ-შაჰი * ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია აბდულა-ფაშა კეპრულუ †
ძალები
55—80 ათასი კაცი 200 - ზე მეტი
დანაკარგები
მინიმალური 50 ათასზე მეტი დაღუპული და დაჭრილი

ნადირ-შაჰის ლაშქრობა კავკასიაში (1734—1735)   —  ირან-ოსმალეთის ომის (1730-1736) ბოლო დიდი კამპანია, რომელიც დასრულდა სპარსელთა გამარჯვებით. შედეგადაც ირანმა  დაიბრუნა კონტროლი თითქმის მთელი კავკასიის რეგიონზე.

სტრატეგიული კონტექსტი

რედაქტირება

სეფიანთა იმპერიის დაცემის შემდეგ 1722 წელს კავკასია ოსმალთა კონტროლის ქვეშ მოექცა. ნადირ -შაჰის ლაშქრობის პირველი მიზანი გახლდათ 1734 წლის აგვისტოში შირვანის დაბრუნება,  რის შემდეგაც სპარსეთის ჯარები წავიდნენ დასავლეთით და ალყა შემოარტყეს განჯას.

განჯა მძლავრად იყო გამაგრებული, ქალაქს იცავდა 14000 კაციანი გარნიზონი. მას შემდეგ, რაც თაჰმასპ-ხან ჯალაიერმა ოსმალეთის ჯარები კავკასიის სამხრეთ-აღმოსავლეთით გაფანტა, ნადირ-შაჰი დასავლეთისკენ დაიძრა, რათა თურქებისთვის კიდევ ერთი გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა.

ავადესტანის ჩრდილოეთით მდებარე მთებში გამოზამთრება არცთუ ისე სახარბიელო პერსპექტივა იყო, ამიტომ ნადირ-შაჰმა გადაწყვიტა დასავლეთისკენ შემობრუნებულიყო, განჯისთვის შემოერტყა ალყა და  მოულოდნელად აეღო ციხესიმაგრე. [1]

სპარსეთის არტილერია ჯერ კიდევ განიცდიდა ძლიერი საალყო იარაღის ნაკლებობას. იგი  შედგებოდა ძირითადად საველე ბატარეებისგან, რომლებიც ეფექტური იყო ბრძოლაში, მაგრამ  ქალაქის კედლებისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენდა. ამ მიზნით, ნადირ-შაჰმა მესანგრეები გააგზავნა რათა კედლის ქვეშ ციტადელამდე მისასვლელი თხრილები გაეყვანათ, მაგრამ თურქეთის მხარეს საკუთარმა მზვერავებმა  დროულად მიაწოდეს  ინფორმაცია მოწინააღმდეგის განზრახვის შესახებ. . შედეგად ოსმალეთის იმპერიის ჯარისკაცებმა შემხვედრი გვირაბის გათხრა დაიწყეს და ხელჩართული ბრძოლა მიწისქვეშეთში გაიმართა. სპარსელებმა მხოლოდ ექვსი  ასაფეთქებლის ამოქმედება მოახერხეს,  ოსმალთა 700  მცველი მოკლეს, მაგრამ ვერ მიაღწიეს ციტადელის კედელს, რომელიც თურქული გარნიზონის თავშესაფარს წარმოადგენდა. სპარსელებმა დაკარგეს 30-დან 40-მდე კაცი.

ნადირ-შაჰმა ერევანის და თბილისის ბლოკირ.ება მოახდინა. სტამბოლი იძულებული გახდა საპასუხო ზომები მიეღო და  კოპრულუ ფაშას მეთაურობით კავკასიაში  50 000 მხედარის, 30 000 იანიჩარისა და 40 ქვემეხისგან შემდგარი ჯარი გააგზავნა.

ეღვარდის ბრძოლა

რედაქტირება
 
მარცხმა ეღვარდთან თურქეთის არმიასთან  შეერთების საშუალება არ მისცა ყირიმელ თათრებს.

ნადირ-შაჰმა ალყაში მოაქცია რგიონის არაერთი საკვანძო  ქალაქი და ციხესიმაგრე. იგი ელოდებოდა კეპრულუ ფაშას მთავარი არმიის მოსვლას. როდესაც შეიტყო მისი მოახლოების შესახებ, შეკრიბა 15000 კაციანი ავანგარდი და დაიძრა დასავლეთისკენ, რათა მოულოდნელად გამოეწვია თურქები  ბრძოლაში. ჯერ კიდევ სპარსეთის მთავარი  40000 -იანი  არმიის მისვლამდე, კოლოსალური რიცხობრივი უთანასწორობის მიუხედავად (4-5-ჯერ), დაამარცხა თურქები და აიძულა სტამბოლი საბოლოოდ თანხმობა განეცხადა  ზავის დადებაზე, რომელიც აღიარებდა სპარსელთა კონტროლს კავკასიასა და მესოპოტამიის საზღვრებზე (უკვე შეთანხმებული ზუჰაბის ხელშეკრულებით).[2]

მარცხმა ეღვარდთან თურქეთის არმიასთან შეერთების საშუალება არ მისცა შავი ზღვის სანაპიროს გაყოლებით მიმავალ  50000 ყირიმელ თათარს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Michael Axworthy, The Sword of Persia: Nader Shah, from Tribal Warrior to Conquering Tyrant Hardcover 348 pages (26 July 2006) Publisher: I.B. Tauris Language: English ISBN 1-85043-706-8
  • Moghtader, Gholam-Hussein(2008). The Great Batlles of Nader Shah, Donyaye Ketab
  • Ghafouri, Ali(2008). History of Iran’s wars: from the Medes to now, Etela’at Publishing

.

  1. Moghtader, Gholam-Hussein(2008). The Great Batlles of Nader Shah,p. 59. Donyaye Ketab
  2. Axworthy, Michael(2009). The Sword of Persia: Nader Shah, from tribal warrior to conquering tyrant,p. 203. I. B. Tauris