ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა

ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა (რუს. Наде́жда Па́вловна Хны́кина-Двалишви́ли; დ. 24 ივნისი, 1933, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — ქართველი და საბჭოთა მძლეოსანი (სპრინტი, სიგრძეზე ხტომა). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1953). საპატიო ნიშნის ორდენის, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 24 ივნისი, 1933 (1933-06-24) (91 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, ასფსრ, სსრ კავშირი
სიმაღლე 168 სმ
წონა 55 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი მძლეოსნობა
სახეობა სპრინტი
სიგრძეზე ხტომა
კლუბი „დინამო“ (თბილისი)
ჯილდოები
საპატიო ნიშნის ორდენი  — 1957 საქართველოს ღირსების ორდენი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1953
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ბრინჯაო ჰელსინკი 1956 200 მ
ბრინჯაო მელბურნი 1956 სიგრძ. ხტ.
ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა (მარცხნივ, 1952)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1967 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი (1951, 1953 — რბენა 100 მ და 200 მ), სამგზის მეორე (1949 — რბენა 200 მ; 1951, 1953 — სიგრძეზე ხტომა) და მესამე პრიზიორი (1956 — სიგრძეზე ხტომა). ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული თამაშების ჩემპიონი (1953 — ესტაფეტა 4 X 200) და სამგზის მეორე პრიზიორი (1953 — რბენა 100 მ და 200 მ; 1957 — სიგრძეზე ხტომა). მსოფლიოს უნივერსიადის მესამე პრიზიორი (1951 — სიგრძეზე ხტომა). მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი (1953 — ესტაფეტა 4 X 200, ორჯერ, ესტაფეტა 4 X 100; 1954 წელს სიგრძეზე ხტომაში). გაიმეორა ფრანსის ბლანკერს-კუნის მსოფლიოს რეკორდი — 6,25 მ. საუკეთესო პირადი შედეგები: 100 მ — 11,7 წმ; 200 მ – 24,1 წმ; სიგრძეზე ხტომა – 6,25 მ.

მიღწევები

რედაქტირება
ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი
  •   1952 (ჰელსინკი; 200 მ - 24.2 წმ)
  •   1956 (მელბურნი; სიგრძეზე ხტომა - 607 სმ)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  •   1951 (მინსკი; 100 მ, 200 მ)
  •   1953 (მოსკოვი; 100 მ, 200 მ)
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
  •   1949 (მოსკოვი; 200 მ)
  •   1951 (მინსკი; სიგრძეზე ხტომა)
  •   1953 (მოსკოვი; სიგრძეზე ხტომა)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  •   1956 (მოსკოვი; სიგრძეზე ხტომა)
მსოფლიო უნივერსიადის ბრინჯაოს პრიზიორი
  •   1951 (სიგრძეზე ხტომა)
ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული თამაშების ჩემპიონი
  •   1953 (ესტაფეტა 4×200)
ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული თამაშების ვიცე-ჩემპიონი
  •   1953 (100 მ, 200 მ)
  •   1957 (სიგრძეზე ხტომა)

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1952 ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები   ფინეთი, ჰელსინკი  
1956 ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები   ავსტრალია, მელბურნი  

ჯილდოები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 393.
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 152, თბ.: პალიტრა L, 2013.

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Сборник указов Президиума Верховного Совета СССР о награждении орденами и медалями СССР, Июль 1957, № 27 (120). — С. 21.. Naukaprava.ru. Научно-практическая электронная библиотека «Наука права». ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022