ნაგარევის მღვიმე

მღვიმე საქართველოში, იმერეთის მხარეში

ნაგარევის მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგანის მიდამოებში. მდებარეობს მდინარე ჭიშურის მარცხენა ფერდობზე, გოდოგანის მღვიმიდან სამხრეთ-დასავლეთით 700 მ-ში, ზღვის დონიდან 190 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში.[1]

ნაგარევის მღვიმე
კოორდინატები: 42°14′27″ ჩ. გ. 42°48′25″ ა. გ. / 42.25583° ჩ. გ. 42.807028° ა. გ. / 42.25583; 42.807028
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თერჯოლის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 190 მ
სიგრძე 140 მ
სიღრმე 5–6 მ
მოცულობა 0,00042 მლნ. მ³
ამგებელი ქანები კირქვა
ნაგარევის მღვიმე — საქართველო
ნაგარევის მღვიმე
ნაგარევის მღვიმე — იმერეთის მხარე
ნაგარევის მღვიმე
სურათები ვიკისაწყობში

მღვიმე კარსტული ძაბრის ფსკერიდან სპირალურად ჩადის ქვევით და შემდეგ 140 მ სიგრძის ვიწრო, ნაკადოვანი გვირაბის ფორმას იღებს. მაქსიმალური სიმაღლე 5–6 მ. ფსკერის ფართობი 280 მ², საერთო მოცულობა 420 მ³. მღვიმე შედგება ვიწრო დერეფნებისა და პატარა დარბაზებისაგან. წინა ნაწილი ორსართულიანია. გვხვდება ტერასების ფრაგმენტები.[2]

ჰავა სტატიკურია. 1959 წლის მდგომარეობით ჰაერის ტემპერატურაა 14 °C. ქიმიური და მექანიკური ნალექები სუსტად არის წარმოდგენილი. განშტოებების შეერთების ადგილზე პატარა ნაკადული ისახება. წვიმების დროს მთლიანად წყლით ივსება. მღვიმე ადვილი გასასვლელია. ზოგიერთ ადგილას საჭიროა ხოხვით ძვრომა. შედგენილია გეგმა და ჭრილები.[2]

ნაგარევის მღვიმე ბუნების ძეგლია. ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქი ქუთაისი. თბილისიდან ქუთაისი დაშორებულია 230 კმ-ით; ხანგრძლივობა 3 სთ; თბილისი — ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი — ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლი 8 კმ. ხანგრძლივობა 30 წთ.[3]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. კუკური წიქარიშვილი. საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013, გვ. 73
  2. 2.0 2.1 ზ. ტატაშიძე, კ. წიქარიშვილი, ჯ. ჯიშკარიანი. საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009
  3. დაცული ტერიტორიების სააგენტო | ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლი