მწვანე სოკო
მწვანე სოკო (ლათ. Entoloma incanum) — ენტოლომას გვარის სოკო ენტოლომასებრთა ოჯახისა. ადვილად ამოსაცნობი სოკოა.[1]
მწვანე სოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Entoloma incanum (Fr.) Hesler 1967 | |||||||||||||||
|
ერთი წყარო მას შხამიან სოკოდ მიიჩნევს, მეორე წყარო კი არასაჭმელ სოკოდ თვლის. გავრცელებულია აზია, ამერიკა, ევროპასა და ავსტრალიაში. საპროტროფია, იზრდება მდელოებზე, ტყისა და გზის პირებზე, ზაფხულ-შემოდგომით.
სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა ელიას მაგნუს ფრისმა 1821 წელს როგორც Agaricus incanus.[2] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა ამერიკელმა მიკოლოგმა ლექსემიუელ რეი ჰესლერმა 1967 წელს.[3]
სამეცნიერო სინონიმები:
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი —1-4 სმ, ნორჩობაში ნახევარსფეროსებრი, შემდგომში ამოზნექილი და ბრტყელი, ხშირად შუაში ჩაღრმავებული, ჰიგროფანური, ზეთისხილისფერ-მწვანე ან ზეთისხილისფერ-ყავისფერი, იშვიათად ყვითელ-მწვანე, ლიმნისფერ-ყვითელი ან წითელ-ყავისფერი ელფერით. კუთხეები უფრო ღიაა, ვიდრე ცენტრში. ზოგჯერ ცენტრალური ნაწილი დაფარულია წვრილი ქერცლებით.
რბილობი — ღია მწვანე ფერის. ყველის ან თაგვის მსგავსი მძაფრი სუნითა და უსიამოვნო გემოთი.[4][5]
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები საკმაოდ მეჩხერი ან ხშირი, თავდაპირველად მომწვანო, შემდეგ ღია ვარდისფერი.
ფეხის სიგრძე — 2-8 სმ, სისქეში — 0,1-0,4 სმ, ყვითელ-მწვანე, ზოგჯერ მოლურჯო ელფერით, ასაკთან ერთად ქვედა მხარეს ზოგჯერ ყავისფერდება, გლუვი, საყელოს გარეშე.
სპორების ფხვნილი — ვარდისფერი — სპორები — 9-14×7-10 მკმ, კუთხოვანი,[1] ბაზიდიუმი ორ- ან ოთხსპორიანი, 28-60×9-16 მკმ. ჰეილოცისტიდების გარეშე.
ეკოლოგია და გავრცელება
რედაქტირებაკოსმოპოლიტია, ფართოდაა გავრცელებული ევროპა, აზია, ამერიკასა და ავსტრალიაში.
საპროტროფია, იზრდება მცირე ჯგუფებად, მშრალ და ქვიშიან ნიადაგზე, მდელოებზე, ტყისა და გზის პირებზე,[6] ზაფხულ-შემოდგომით.
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.
მსგავსი სახეობები
რედაქტირებაკვებითი ღირებულება
რედაქტირებაერთი წყარო მას შხამიან სოკოდ თვლის, მეორე წყარო კი არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს. მიკოლოგ მარცინ ფეძიუკევიჩის კვლევაზე დაყრდნობით, სოკო შეიცავს ვიროტოქსინებს, მათ შორის ვიროიზინს — მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც იწვევს კუჭის მომნელებელი სისტემის მოშლას, ღებინებას, გულისრევასა და დიარეას.
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მწვანე სოკო“ ვიკისაწყობში.
- მწვანე სოკო MycoBank-ზე (ინგლისური)
- მწვანე სოკო Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 127, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Elias Fries: „Systema mycologicum, vol. 1, Editura Ernest Mauritius, Greifswald, p. 209
- ↑ L. R. Hesler: „Entoloma incanum”, în: supl. jurnalului „Nova Hedwigia”, nr. 23, 1967, p. 147
- ↑ Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 252-253, ISBN 3-405-12116-7
- ↑ Hans E. Laux: „Der große Pilzführer, Editura Kosmos, Halberstadt 2001, p. 240-241, ISBN 978-3-440-14530-2
- ↑ Jan Vesterholt: Contribution to the knowledge of species of Entoloma subgenus Leptonia. In: Fungi Non Delineati. Band 21. Edizioni Candusso, 2002, ISSN 1128-6008, S. 46.