მწვანე თუთიყუში
მწვანე თუთიყუში[1] (ლათ. Amazona) — ფრინველთა გვარი თუთიყუშისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 30 თანამედროვე და 2 ამომწყდარ სახეობას.[2] გავრცელებული არიან ამერიკაში — მექსიკიდან ლა-პლატამდე. საშუალო ზომის ფრინველებია, კუდი მოკლე აქვთ; შეფერილობაში ჭარბობს მწვანე ფერი წითელი, ყვითელი და ცისფერი შენარევებით. ამაზონური თუთიყუში (A. amazonica) ბინადრობს სამხრეთ ამერიკაში; მისი სხეულის სიგრძეა 35 სმ. ბუდობს ფუღუროებში. მკვიდრი ფრინველია. იკვებება ნაყოფებით. ხშირად ჰყავთ ზოოპარკებში.
მწვანე თუთიყუში | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ამაზონური თუთიყუში (Amazona amazonica) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Amazona (Lesson, 1830) | |||||||||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მწვანე თუთიყუში — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 66, 118, 183.
- ↑ Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — С. 111—112. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.