მცირე ლურიკი[1] (ლათ. Alle alle) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგის ალკასებრთა ოჯახისა. მისი სიგრძეა 25 სმ, იწონის დაახლოებით 250 -ს. სხეულის ზედა ნაწილი შეფერილია შავად, ქვედა კი — თეთრად. გავრცელებულია ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის დასავლეთ მხარეს. წლის უდიდეს ნაწილს ზღვაში ატარებს. ბუდობს დიდ კოლონიებად არქტიკულ სანაპიროებზე. დედალი 1 (იშვიათად 2) კვერცხს დებს ქვების ქვეშ, რამენაირი ქვეშსაგების გარეშე. იკვებება ზღვის წვრილი უხერხემლოებით. გააჩნია ადგილობრივი სამრეწველო მნიშვნელობა; იყენებენ მის ხორცს.

მცირე ლურიკი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Alle alle (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22694837

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 52, 129, 183.