მცირე აზიის მთიანეთი
მცირე აზიის მთიანეთი — მთიანეთი თურქეთში, რომელიც იკავებს მცირე აზიის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილს. სიგრძე 1200 კმ, სიგანე დაახლოებით 600 კმ. გაბატონებული სიმაღლეებია 800–1500 მ. მაქსიმალური სიმაღლეა 3917 მ (ვულკანი ერჯიასი). შიდა ნაწილი უკავია ანატოლიის ზეგანს, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება პონტოს მთები, სამხრეთიდან ტავრი. დასავლეთი მხარე წარმოდგენილია განედური ქედების სისტემით, პლატოებითა და მათი გამყოფი ხეობებით (უდიდესია მდინარე დიდი მენდერესის ხეობა). აღმოსავლეთით თანდათან გადადის სომხეთის მთიანეთში. გვხვდება ნახევარუდაბნოები. დამახასიათებელია მაღალი სეისმურობა.
მცირე აზიის მთიანეთი | |
---|---|
ერჯიასი | |
კოორდინატები: 38°31′56″ ჩ. გ. 35°27′02″ ა. გ. / 38.53222° ჩ. გ. 35.45056° ა. გ. | |
ქვეყანა | თურქეთი |
უმაღლესი წერტილი | ერჯიასი |
სიმაღლე | 3917 მ |
სიგრძე | 1200 კმ |
სიგანე | 600 კმ |