მცვივანი
მრავალმნიშვნელოვანი
მცვივანი — საქართველოში ფართოდ გავრცელებული ვაზის სახელია. ასეთი სახელწოდება გამომდინარეობს ჯიშური თავისებურებიდან, რადგანაც ისინი ხასიათდებიან ზედმეტი ყვავილცვენით.
ამ სახელწოდების ვაზის სხვადასხვა ჯიშია ცნობილი: კახეთში, რაჭაში, იმერეთში და გურიაში, მაგრამ ისინი როგოც ამპელოგრაფიული, ასევე სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლებით მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
- გურია — საფერავი გურიის (სინ.: საფერავი მცვივანი, მცვინარა, მცვივანი გურული);
- იმერეთი — მცვივანი იმერული;
- იმერეთი — მცვივანი წითელი;
- კახეთი — მცვივანი ადრეულა;
- კახეთი — მცვივანი კახური (სინ.: მამალი მცვივანი, დედალი მცვივანი, მცვივანე);
- კახეთი — მცვივანი პატალანთეული (სინ.: ყვითელი მცვივანი, რგვალი ყურძენი);
- რაჭა — მცვივანი რაჭული.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 258