სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მცვივანი.

მცვივანი წითელიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მთლიანი, ზოგჯერ სუსტად დანაკვთული, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა ქეჩისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოვალური, მუქი წითელი. კანი აქელი აქვს, რბილობი — წვნიანი.

წითელი მცვივანი საშუალო ზრდისა და მაღალმოსავლიანია. მისი სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 162 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 100-125 გრამს შორის მერყეობს, საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 10.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.0-7.5 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 263