საფერავი გურიის
საფერავი გურიის, საფერავი მცვივანი, მცვინარა, მცვივანი გურული — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.
ადგილობრივი მოსახლეობა მას მცვივანსაც უწოდებს და „საფერავსაც“, რადგანაც მას ძირით-ადად სხვა ღვინოებისთვის ფერის მისაცემად იყენებდნენ.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი მცირე ან საშუალო ზომისაა, ოვალური ან მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საკმაოდ სქელი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრული ფორმის, თხელი. მარცვალი წვრილია, მომრგვალო, შავი ფერის. თხელკანიანია. რბილობი ხორციანი და წვნიანია, მომჟავო გემოთი. წვენი უმნიშვნელოდ შეიცავს შემფერავ ნივთიერებას.
საფერავი გურიის საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 15.8-16%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10.0-10.9 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 340