მცვივანი იმერული
მცვივანი იმერული — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად თითქმის ოვალური ან სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად მხრიანი და თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოვალური ფორმის, მომწვანო. რბილობი წვნიანია, კანი — სქელი, ცვილისებრი ფიფქით დაფარული, ადვილად სცილდება რბილობს.
ვაზი საშუალო ზრდისა და მცირემოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. სიმწიფეში შესვლისას მარცვლები უჭკნება და სცვივა. მტევნის წონა 100-175 გრამს შორის მერყეობს. ერთ ძირზე 1.5 კილოგრამი ყურძნის მოკრეფა შეიძლება.
იმერული მცვივანი გამოიყენება სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 258