მღრინავი
მღრინავი,[1][2] ტიბუარა[2] (ლათ. Charadrius morinellus) — ფრინველი მეჭვავიასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 25 სმ. შეფერილია ჭრელად — შავად, წითურად და თეთრად; მობუდარს აქვს გრძელი წარბი, შავი მუცელი და მკერდის თეთრი განივი ზოლი, რომლის ზემოდანაც შავი ზოლი გასდევს, არამობუდარის და წლევანდულას ფერები ნაკლებადაა გამოხატული.[2] გავრცელებულია ევროპისა და აზიის ქვიან ტუნდრაში, აგრეთვე ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპის, ურალისა და ციმბირის მთის ტუნდრაში; საქართველოში გადაფრენისას გვხვდება.[2] გადამფრენი ფრინველია. ზამთრობს აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. ბუდობს მიწაზე. დებს ჩვეულებრივ 3 კვერცხს, იშვიათად 2 ან 4-ს. ინკუბაცია 22–25 დღე-ღამე გრძელდება, კრუხობს მხოლოდ მამალი და ბარტყებიც მას დაჰყავს. იკვებება მწერებითა და სხვა უხერხემლოებით, აგრეთვე კეწერას კენკრით.[3]
მღრინავი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Charadrius morinellus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 106003147 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
მხოლოდ ბუდობა
მიგრაციის მარშრუტები
მიგრაციის რაიონები | |||||||||||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მღრინავი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 89, 142, 214.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 146, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
- ↑ Хрустан // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 28 — М., 1978.