გომმუხაყრუა
გომმუხაყრუა, მუხაღრუა — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის თემში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან 40 მეტრი, სამტრედიიდან 15 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
გომმუხაყრუა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
თემი | გომი |
კოორდინატები | 42°04′48″ ჩ. გ. 42°23′49″ ა. გ. / 42.08000° ჩ. გ. 42.39694° ა. გ. |
დაარსდა | XIX საუკუნე |
ადრეული სახელები | მუხაღრუა |
ცენტრის სიმაღლე | 40 მ |
მოსახლეობა | 298[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფელი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე დააარსა ეფთვიმე გენათელმა და მანვე ააშენა წმინდა გიორგის ტაძარი. შედიოდა საჯავახოს მხარეში და აერთიანებდა სოფლებს: ზედა გომი, გომნატეხები, კორმაღალი, კვირიკე[2] დასახლებულ პუნქტს - გომს, ერქვა „მუხაღრუა“. ტოპონიმი „გომი“ ნახსენებია შვეიცარიელი მეცნიერის და მოგზაურის დიუბუა დე მონპერეს მოგზაურობათა მესამე წიგნში. სოფლის ტაძარში 1878-1882 წლებში მღვდლად მსახურობდა მიხეილ ცინცაძე, კალისტრატე ცინცაძის მამა.[3]
განათლება
რედაქტირებასოფელში პირველი სკოლა 1896 წელს დაარსდა "მუხაყრუის ერთკლასიანი სასწავლებლის" სახელწოდებით. 1924 წელს იგი დაწყებით, ხოლო 1930 წელს შვიდწლიან სკოლად გადაკეთდა. ახლანდელი სამსართულიანი შენობა 1973 წელს აიგო. სკოლას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ზაპოროჟიეს ოლქის ვასილევსკის რაიონის სოფელ სკელკის საშუალო სკოლასთან. ამ სოფლის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა დაბლაგომის მცხოვრები ივანე გოგიშვილი.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1874[4] | 1780 | ||
2002[5] | 454 | 229 | 225 |
2014[1] | 298 | 146 | 152 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 94.
- დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 157-159
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 217 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
- ↑ გვენეტაძე ე. ყუბანეიშვილი ს. „სოფელ მუხაღრუას ეკლესიების ისტორიიდან“
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 212
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II