მუღურე
მუღურე — ნასოფლარი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქვეშეთის თემში.[1] მდებარეობს მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ხადისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1820 მ., დუშეთიდან 59 კმ., კაიშაურიდან 5 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.
აღწერის წელი | მოსახლეობა | მამაკაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[2] | 96 | 42 | 54 |
2002[3] | 0 | 0 | 0 |
2014[1] | 0 | 0 | 0 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 215.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 11
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.