მუღრისისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში (ოქონის ადმინისტრაციული ერთეული).[1] მდებარეობს ზღვის დონიდან 800 მეტრზე,[2] მუნიციპალურ ცენტრ ავნევიდან 13 კმ,[3] დაბა ყორნისიდან 1 კმ.[4] „ცნობის ფურცელის“ 1900 წლის 27 ოქტომბრის ნომერში მოხსენიებულია როგორც მუღნისი.[5]

სოფელი
მუღრისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი თიღვის მუნიციპალიტეტი
თემი ოქონა
კოორდინატები 42°11′46″ ჩ. გ. 43°47′01″ ა. გ. / 42.1961889° ჩ. გ. 43.7837833° ა. გ. / 42.1961889; 43.7837833
ცენტრის სიმაღლე 800
მუღრისი — საქართველო
მუღრისი
მუღრისი — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუღრისი
მუღრისი — თიღვის მუნიციპალიტეტი
მუღრისი

„მატიანე ქართლისაის“ ცნობით, როდესაც საქართველოს გაერთიანებისათვის მერძოლი ბაგრატ III ქართლის დაშლილი საქმეების მოსაგვარებლად გამოვიდა ტაო-კლარჯეთიდან, პირველად დადგა თიღვას, მის წინააღმდეგ მებრძოლი ქართლის თავად-აზნაურები მუღრისში გამაგრდნენ და ბრძოლაც აქვე გაიმართა, სადაც ბაგრატმა გაიმარჯვა.[6] მატიანეს მიხედვით სოფელს ეწოდება მოღრისი.

შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ მუღრისში მიაკვლია გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორას.[7]

მოსახლეობა

რედაქტირება

საბჭოთა პერიოდში 1959 წლის საკავშირო აღწერის შემდეგ აღარ იხსენიებოდა. შემდგომში მუღრისისა და ტყისუბნის (ზნაურყაუს) ნაცვლად იხსენიებოდა ახალსოფელი.

წელი მოსახლეობა მამაკაცი ქალი ეროვნება
1908[8] 279 ქართველები
1911[9]   283 ქართველები
1926   322 ოსები
1939[10]   274 136 138
1959[11]   69 ოსები
  1. ამონაწერი მუნიციპალიტეტების რეესტრიდან. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2021
  2. მუღრისი GeoNames-ის გეოგრაფიულ მონაცემთა ბაზაზე
  3. მანძილი ავნევსა და მუღრისს შორის. distance.to. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2021
  4. მანძილი ზნაურსა და მუღრისს შორის. distance.to. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2021
  5. ახალი ამბავი // ცნობის ფურცელი : გაზ., თბ., 1900, № 1280, გვ. 2.
  6. ოთინაშვილი ნ., დიალექტთა შერევის პროცესი ფრონეს ხეობაში // ქართველური მეცნიერება : ჟურნალი, თბ., 2019, № XXIII, გვ. 223.
  7. გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 8, ISBN 5-520-00154-5.
  8. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 326.
  9. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 183.
  10. მოსახლეობის სრულიად საკავშირო 1939, 1959, 1970, 1979 და 1989 წლების აღწერების შედეგები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (9 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2020.
  11. Сёла Знаурского района 1959. ethno-kavkaz.narod.ru. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2021