მოღრისის ბრძოლა
მოღრისის ბრძოლა — ბრძოლა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის ჯარსა და მის წინააღმდეგ განწყობილ აზნაურთა რაზმს შორის.
პოლიტიკური ვითარება
რედაქტირებასაქართველოს გაერთიანების პროცესში ბაგრატ III-ს არაერთი ბრძოლა გადახდა ტახტის შესანარჩუნებლად. 975 წელს იგი ქართლში გააერისთავეს, თუმცა აშკარა იყო, რომ მსხვილი ფეოდალები ბაგრატის წინააღმდეგ იყვნენ განწობილი. ამ დროს აფხაზეთის სამეფოს უსინათლო თეოდოსი მართავდა. ბუნებრივია, მისი მეფობის დროს გაძლიერდა ფეოდალების გავლენა, რომლებმაც ხელიდან გამოაცალეს თეოდოსს ფაქტობრივი ძალაუფლება. ამის გათვალისწინებით ბაგრატმა დააჩქარა აფხაზეთის შემოერთება. 978 წელს იგი ეგრისში შევიდა და აფხაზეთის მეფედ ეკურთხა. იქ ყოფნის პერიოდში ბაგრატმა ქართლი სამმართველოდ დაუტოვა დედამისს, გურანდუხტს. ამ დროს ქართლს დაეპატრონნენ დიდაზნაურები: ტბელები, ძამელები, ფავნელები, კორინთლები, ფხვნელები და სხვები. მათ მეფის წინააღმდეგ შექმნეს კოალიცია, რომელსაც სათავეში ქავთარ ტბელი ჩაუდგა. სავარაუდოდ, ბაგრატს უნდა ცოდნოდა აზნაურთა ამ გაერთიანების შესახებ. როდესაც იგი დასავლეთიდან ქართლში ბრუნდებოდა, ისინი მას უფლისციხისკენ მიმავალ გზაზე დაუხვდნენ. ბრძოლა გაიმართა სოფელ მოღრისთან. ბაგრატმა დაამარცხა აზნაურები, რის შემდეგაც დედისგან უფლისციხე გადაიბარა. [1]
თარიღი
რედაქტირებაბრძოლის სავარაუდო თარიღია 980 წელი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მეფე ბაგრატ III და დავით დიდი კურაპალატი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-22. ციტირების თარიღი: 2018-01-30.