მუღრისი
მუღრისი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში (ოქონის ადმინისტრაციული ერთეული).[1] მდებარეობს ზღვის დონიდან 800 მეტრზე,[2] მუნიციპალურ ცენტრ ავნევიდან 13 კმ,[3] დაბა ყორნისიდან 1 კმ.[4] „ცნობის ფურცელის“ 1900 წლის 27 ოქტომბრის ნომერში მოხსენიებულია როგორც მუღნისი.[5]
ისტორია
რედაქტირება„მატიანე ქართლისაის“ ცნობით, როდესაც საქართველოს გაერთიანებისათვის მერძოლი ბაგრატ III ქართლის დაშლილი საქმეების მოსაგვარებლად გამოვიდა ტაო-კლარჯეთიდან, პირველად დადგა თიღვას, მის წინააღმდეგ მებრძოლი ქართლის თავად-აზნაურები მუღრისში გამაგრდნენ და ბრძოლაც აქვე გაიმართა, სადაც ბაგრატმა გაიმარჯვა.[6] მატიანეს მიხედვით სოფელს ეწოდება მოღრისი.
შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ მუღრისში მიაკვლია გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორას.[7]
მოსახლეობა
რედაქტირებასაბჭოთა პერიოდში 1959 წლის საკავშირო აღწერის შემდეგ აღარ იხსენიებოდა. შემდგომში მუღრისისა და ტყისუბნის (ზნაურყაუს) ნაცვლად იხსენიებოდა ახალსოფელი.
წელი | მოსახლეობა | მამაკაცი | ქალი | ეროვნება |
---|---|---|---|---|
1908[8] | 279 | ქართველები | ||
1911[9] | 283 | ქართველები | ||
1926 | 322 | ოსები | ||
1939[10] | 274 | 136 | 138 | |
1959[11] | 69 | ოსები |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ამონაწერი მუნიციპალიტეტების რეესტრიდან. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2021
- ↑ მუღრისი GeoNames-ის გეოგრაფიულ მონაცემთა ბაზაზე
- ↑ მანძილი ავნევსა და მუღრისს შორის. distance.to. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2021
- ↑ მანძილი ზნაურსა და მუღრისს შორის. distance.to. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2021
- ↑ ახალი ამბავი // ცნობის ფურცელი : გაზ., თბ., 1900, № 1280, გვ. 2.
- ↑ ოთინაშვილი ნ., დიალექტთა შერევის პროცესი ფრონეს ხეობაში // ქართველური მეცნიერება : ჟურნალი, თბ., 2019, № XXIII, გვ. 223.
- ↑ გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 8, ISBN 5-520-00154-5.
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 326.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 183.
- ↑ მოსახლეობის სრულიად საკავშირო 1939, 1959, 1970, 1979 და 1989 წლების აღწერების შედეგები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (9 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2020.
- ↑ Сёла Знаурского района 1959. ethno-kavkaz.narod.ru. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2021