მუქკიდიანი პლუტეუსი

მუქკიდიანი პლუტეუსი (ლათ. Pluteus atromarginatus) — პლუტეუსის გვარის სოკო პლუტეუსისებრთა ოჯახისა.[1][2] გავრცელების არეალი მოიცავს ევროპასა და აზიას. გვხვდება საქართველოშიც.

მუქკიდიანი პლუტეუსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  პლუტეუსისებრნი
გვარი:  პლუტეუსი
სახეობა:  მუქკიდიანი პლუტეუსი
ლათინური სახელი
Pluteus atromarginatus (Konrad) Kühner, 1935

საჭმელი სოკოა. იხმარება ახალი, დამუჟუჟებული და დამწნილებული.[3] იზრდება დამპალ წიწვოვან ხეებზე, უპირატესად ფიჭვზე, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა შვეიცარიელმა მიკოლოგმა პოლ კონრადმა 1927 წელს როგორც Pluteus cervinus subsp. atromarginatus. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა ფრანგმა მიკოლოგმა რობერ კიუნერმა 1935 წელს.[4]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Pluteus cervinus subsp. atromarginatus Konrad, (1927) basionym
  • Pluteus cervinus var. atromarginatus Singer, (1925)
  • Pluteus cervinus var. nigrofloccosus R. Schulz, (1913)
  • Pluteus tricuspidatus Velen., (1939) და სხვა.

ქუდის — დიამეტრი 3-10 (12) სმ-მდე, მუქი მურაა, სქელხორციანი, ზარისებრი, ნახევრადმომრგვალებული, ბრტყლად ამოზნექილი ან გაშლილი, მცირე ბორცვაკით ცენტრში. კიდეები მუქი, რომლებიც არშიასავით აქვს შემოვლებული.[3] ზედაპირი როგორც წესი მშრალი, გლუვი, აბრეშუმისებრი, ცენტრში წვრილქერცლიანი.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები განიერი, ხშირი, მკრთალ-ვარდისფერი, მოვარდისფრო-მოყავისფრომდე.

ფეხის სიგრძე — 4-10, სისქე —0,5-1,2 სმ, ცილინდრული, ცენტრალური, თანაბარი ან ზევით ოდნავ შევიწროებული, მკვრივი. ზედაპირი გლუვია, მოთეთრო ან ჩალისფერი. მოყავისფრო ან მუქი მურა სიგრძივი ბოჭკოებით.

რბილობი — ტალახისფერ-თეთრი, მოტკბო გემოთი და სასიამოვნო სუნით. გაჭრისას ფერს არ იცვლის.

სპორების მტვერი — ვარდისფერი. სპორები — გლუვი, ფართოელიფსისებრი, კვერცხისებრამდე, 6-8×4-5,5 მკმ. ბაზიდიუმი — ოთხსპორიანი, 7-30×6-10 მკმ, თხელკედლიანი, გურზისებრი, უფერული. ჰეილოცისციტები — 25-65×12-35 მკმ, გურზისებრი ან თითისტარისებრი, თხელკედლიანი, უფერული.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება
  • Pluteus cervinus — როგორც წესი იზრდება ფოთლოვან ხეებზე, განსხვავდება ფირფიტების კიდეების შეფერილობით.

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

საპროტროფია. იზრდება დამპალ წიწვოვან ხეებზე, უპირატესად ფიჭვზე, იშვიათად ნაძვსა და სოჭზე.

გავრცელებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში (გარდა ბალკანეთის ნახევარკუნძულისა), აზიაშისამხრეთი კავკასია (საქართველო), რუსეთი (პრიმორიეს მხარე) და იაპონია.[5] რუსეთის ევროპულ ნაწილში ცნობილია ლენინგრადის, პერმისა და სამარის ოლქებში.[6]

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Вассер С. П. (1992). Флора грибов Украины. Аманитальные грибы. К.: „Наукова думка“, გვ. 50—52. ISBN 5-12-003226-5. 
  • Малышева Е. Ф. (2004). Род Pluteus Fr. в Самарской области, Folia Cryptogamica Petropolitana No. 2. ВИЗР, გვ. 19—20.  ISSN 1810-9586

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bisby F.A., Roskov Y.R., Orrell T.M., Nicolson D., Paglinawan L.E., Bailly N., Kirk P.M., Bourgoin T., Baillargeon G., Ouvrard D. (red.). (2011=) Species 2000 & ITIS Catalogue of Life: 2011 Annual Checklist.. Species 2000: Reading, UK.. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2021.
  2. Pluteus atromarginatus en. ციტირების თარიღი: 2013-09-15.
  3. 3.0 3.1 ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 148, ISBN 99940-856-1-1.
  4. Kühner (1935) , In: Bull. mens. Soc. linn. Lyon 4(1):51
  5. 5.0 5.1 Вассер 1992.
  6. 6.0 6.1 Малышева 2004.