ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მუსტაფა ტლასი (არაბ. مصطفى طلاس  11 მაისი, 1932 - 27 ივნისი, 2017) —  სირიის სახელმწიფო  და  სამხედრო მოღვაწე. 1972 წლის მარტიდან 2004 წლის 12 მაისამდე იყო სირიის თავდაცვის მინისტრი,  გენერალ-პოლკოვნიკი.[1][2]

მუსტაფა ტლასი
არაბ. مصطفى طلاس
მუსტაფა ტლასი არაბ. مصطفى طلاس
სირიის დროშა სირია
სირიის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1972 მარტი – 12 მაისი 2004
წინამორბედიჰაფეზ ასადი
მემკვიდრეჰასან თურქმანი

სირიის არაბული არმიის გენერალური შტაბის უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1968 – 1972
პრეზიდენტინურედინ ალ-ატასი
აჰმად ალ-ხატიბი
ჰაფეზ ასადი
თავმჯდომარეაჰმად სუვაიდანი
მემკვიდრეიუსუფ შაქური

სამხედრო სამსახური
1952—2004

დაბადებული11 მაისი, 1932
ელ-რასტანი, ჰომსი, სირია
გარდაცვლილი27 ივნისი, 2017 (85 წლის)
ბობინი, საფრანგეთი
პოლიტიკური პარტიაბაასი
განათლებაჰომსის სამხედრო აკადემია
რელიგიასუნიტი მუსლიმი
ჯილდოებიხალხთა მეგობრობის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მუსტაფა ტლასი დაიბადა 1932 წლის 11 მაისს ჰომსის მუჰაფაზის ქალაქ რასტანში. დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო ქალაქ ჰომსის საშუალო სკოლებში. როდესაც ის მხოლოდ 15 წლის იყო, იგი შეუერთდა ბაასის პარტიას და 1951 წელს გახდა ამ პარტიის რასტანის ფილიალის მდივანი. 1952 წელს მუსტაფა შევიდა ჰომსის სამხედრო სკოლაში. სკოლაში იგი სირიის მომავალ პრეზიდენტს, ჰაფეზ ალ ასადს შეხვდა, ისინი ახლო მეგობრები გახდნენ. ტლასმა დაამთავრა სამხედრო სკოლა 1954 წელს, ხოლო ასადმა 1955 წელს.[3]

მუსტაფა ტლასი ჯავშანსატანკო ძალებში მსახურობდა. როდესაც 1958 წელს შეიქმნა გაერთანებული არაბული რესპუბლიკა —სუვერენული გაერთიანება ეგვიპტესა და სირიას შორის, ტლასი გაგზავნეს ეგვიპტეში, სადაც იგი იყო სატანკო ბატალიონის მეთაური. ამ პერიოდში ასადიც ეგვიპტეში მსახურობდა. 1961 წელს სირიამ კავშირი დატოვა.  ჰაფეზ ასადი ეგვიპტელებმა დააპატიმრეს და დაახლოებით 44 დღე გაატარა ციხეში, ხოლო ასადის მეუღლე და მცირეწლოვან ქალიშვილი მუსტაფა ტლასის თანხლებით დაბრუნდნენ სირიაში.

 
მუსტაფა ტლასი და გამალ აბდელ ნასერი (1969 წელი)

1961 წელს არმიიდან გაათავისუფლეს ბაასის პარტიის მრავალი ოფიცერი; მუსტაფა ტლასი მომარაგების სამინისტროში გადაიყვანეს. შემდეგ იგი აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო შეტაკებებში ჰომსსა და ალეპოში, რისთვისაც  დააპატიმრეს. პატიმრობაში 1963 წლის 8 მარტამდე დარჩა. მისი პოლიტიკური მოკავშირეების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მეხუთე ჯავშანსატანკო ბრიგადაში ტლასი დაინიშნა ბატალიონის მეთაურად. 1964 წელს გახდა მეხუთე სატანკო ბრიგადის მეთაურის მოადგილე. 1966 წელს ტლასი მეხუთე ჯავშანსატანკო ბრიგადის  და მთელი ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური იყო. მონაწილეობდა ისრაელთან ომში 1967 წელს.[4]

1968 წლის თებერვალში ტლასი გახდა თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. მას  მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

1969 წელს ტლასი ხელმძღვანელობდა სამხედრო მისიას პეკინში, სადაც ჩინეთის მთავრობასთან გააფორმა შეთანხმებები იარაღთან დაკავშირებით .

1972 წლის მარტში იგი დაინიშნა სირიის თავდაცვის მინისტრად და შეიარაღებული ძალების სარდლის მოადგილედ. ამ თანამდებობას იგი 30 წლის განმავლობაში იკავებდა.  2004 წლის 12 მაისს მუსტაფა ტლასმა თანამდებობა დატოვა.[5]

1986 წელს სორბონში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გ.კ.ჟუკოვისა და მისი სტრატეგიული ნიჭის შესახებ.

მუსტაფა ტლასი 2011 წლიდან პარიზში ცხოვრობდა. იგი გარდაიცვალა 2017 წლის 27 ივნისს ავიცენას ჰოსპიტალში 85 წლის ასაკში.[6]

მუსტაფა ტლასმა დამასკოში  გახსნა გამომცემლობა. მან  აგრეთვე დაწერა წიგნები სირიის სამხედრო და პოლიტიკურ ისტორიაზე, გამოსცა პოეზიის კრებულები, არაბების ზოგადი ისტორია და სამხედრო ტაქტიკის ისტორია, რომელსაც იყენებდა მუჰამედი.  მისი ნაწერები, სავარაუდოდ, გამსჭვალულია ანტისემიტიზმით და რწმენით  შეთქმულების თეორიებისადმი. ასევე 2005 წელს გამოაქვეყნა ორტომეული მოგონება, კერძოდ Mirat Hayati (ჩემი ცხოვრების ანარეკლი).

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1958 წელს მუსტაფა ტლასი  დაქორწინდა ლამია ალ-ჯაბირიზე (ალეპოს არისტოკრატიის წარმომადგენელი). ამ ქორწინებამ უზრუნველყო მისი პოზიცია ტრადიციულ ელიტაში და მას სოციალური წინსვლის საშუალება მისცა.  წყვილს ოთხი შვილი შეეძინა: ქალიშვილი ნაჰიდი ( დ. 1958 . დაქორწინებულია საუდის არაბეთის იარაღით მოვაჭრე მილიონერ აქრამ ოჯეჰზე. წყვილი 2011 წლამდე პარიზში ცხოვრობდა), ვაჟი ფირასი (დ. 1960- ბიზნესმენი), ვაჟი მანაფი (დ. 1964-არმიის ოფიცერი) და ქალიშვილი სარია (დ. 1978. დაქორწინებულია ლიბანის მოქალაქეზე ქალაქ ბაალბექიდან).[7][8]

მუსტაფა ტლასის ჰობი იყო: ცხენოსნობა, ჩოგბურთი და ცურვა.[9]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Dagher, Sam (2019). Assad or we Burn the Country (First U.S. ed.). New York: Little, Brown & Company ISBN 978-0316556705
  1. "Profile: Mustafa Tlas". BBC. 2004. Retrieved 5 July 2012.
  2. "Personal Profile". Firas Tlass website. Archived from the original on 28 May 2004. Retrieved 6 July 2012.
  3. "Lt. Gen. Mustafa Tlass". Middle East Intelligence Bulletin. 2 (6). 1 July 2000. Retrieved 7 July 2012.
  4. Peter Mansfield (1973). The Middle East: a political and economic survey. Oxford University Press. p. 480. ISBN 0-19-215933-X. Retrieved 28 June 2010.
  5. "Syria military. Minister of Defense". Global Security. Retrieved 5 July 2012.
  6. Oweis, Khaled Yacoub (5 July 2012). "Syrian general breaks from Assad's inner circle". Reuters. Retrieved 5 July 2012.
  7. "وفاة وزير الدفاع السوري الأسبق مصطفى طلاس".(არაბ.)
  8. "Defection of Syrian general 'significant': US". AFP. 6 July 2012. Retrieved 6 July 2012.
  9. Mustafa Tlass // Munzinger Personen (გერმ.)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუსტაფა_ტლასი“-დან