მუსტაფა სუბჰი
მუსტაფა სუბჰი (დ. 1882, გირესუნი — გ. 28 იანვარი, 1921, ტრაპიზონი) — თურქი პოლიტიკოსი, თურქეთის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი.
მუსტაფა სუბჰი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 4 აგვისტო, 1882 ან 1882 |
დაბადების ადგილი | გირესუნი |
გარდაცვალების თარიღი | 29 იანვარი, 1921[1] |
გარდაცვალების ადგილი | შავი ზღვა |
მოქალაქეობა |
![]() |
განათლება | Istanbul University Faculty of Law |
ბიოგრაფიარედაქტირება
დაიბადა მსხვილი მოხელის ოჯახში. 1906 წელს დაამთავრა იურიდიული სკოლა სტამბოლში, შემდეგ სორბონის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 1910 წელს შევიდა ოსმალეთის სოციალისტურ პარტიაში. 1913 წელს დააპატიმრეს, ჩასვეს სინოპის ციხეში, საიდაინაც რუსეთის იმპერიაში გაიქცა. 1915 წელს შევიდა რსდმპ–შ, იყო ბოლშევიკების ფრაქციის წევრი. ეწეოდა რევოლუციურ მუშაობას თურქ სამხედრო ტყვეებს შორის. პარტიულ საქმიანობას ეწეოდა მოსკოვში, ყაზანში, ყირიმში, ტაშკენტში. თურქეთში დაბრუნების შემდეგ შეიპყრეს და ზღვაში დაახრჩვეს. მისი ინიციატივით თურქულად ითარგმნა კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის და ლენინის ზოგიერთი შრომა.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 593.
სქოლიორედაქტირება
- ↑ SNAC — 2010.