მუსა-ალი
მუსა-ალი (ფრანგ. Mousa Alli) — სტრატოვულკანი, მდებარეობს აფრიკაში იმ წერტილში, სადაც ერთმანეთს უერთდება ეთიოპიის, ერიტრეის და ჯიბუტის სახელმწიფო საზღვარი. ვულკანი ჯიბუტის ყველაზე მაღალი წერტილია და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 2028 მეტრს[1]. ვულკანის მწვერვალი იჭრება კალდერაში, რომელიც შეიცავს ლიპარიტის ვულკანურ გუმბათს და ლავის ნაკადს.[1] უკანასკნელი ცვობილი ამოფრქვევა მოხდა ჰოლოცენამდე ეპოქაში.
მუსა-ალი | |
---|---|
კოორდინატები: 12°28′15″ ჩ. გ. 42°24′18″ ა. გ. / 12.47083° ჩ. გ. 42.40500° ა. გ. | |
ქვეყანა | ჯიბუტი |
სიმაღლე | 2028 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | ჰოლოცენი |
მუსა-ალი მდებარეობს ჯიბუტის ტაჯურის რეგიონის; ერიტრეის დებუბავი-კეი-ბაჰრის; და ეთიოპიის აფარის რეგიონის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვარზე.
ისტორია
რედაქტირებამუსა-ალის მდებარეობა, როგორც საზღვარი ეთიოპიას, ერიტრეას და ჯიბუტს შორის არ არის ამ სამ ქვეყანას შორის შეთანხმების შედეგი. 1948 წლის დეკემბერში ერიტრეის ბრიტანელმა მმართველმა უარი თქვა მონაწილეობა მიეღო დანარჩენ ორ მხარესთან ერთად სხდომაზე საზღვრის დაზუსტების საკითხებზე. 1952 წლიდან მუსა ალი გახდა ეთიოპიასთან შიდა ადმინისტრაციული საზღვარი, ეთიოპიისა და ერიტრეის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების შედეგად. 1954 წელს ეთიოპიის დელეგაციამ უარი თქვა ჯიბუტისთან საზღვრის დემარკაციაზე.
საზღვარი საერთაშორისო გახდა 1993 წელს საარბიტრაჟო პროცესის დროს, რომელიც აწესებდა საზღვარს ერიტრეასა და ეთიოპიას შორის. საარბიტრაჟო სასამართლოს მუდმივმა პალატამ დაადგინა ჯიბუტისთან საბოლოო საზღვარიც.