დებუბავი-კეი-ბაჰრი

დებუბავი-კეი-ბაჰრი, ან წითელი ზღვის სამხრეთი (ტიგ. ዞባ ደቡባዊ ቀይሕ ባሕሪ, ინგლ. Debubawi Keyih Bahri) — ერიტრეის 6 პროვინციიდან ერთ-ერთი. მისი ფართობია — 27 600 კმ². 2005 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 83 500 ადამიანს.[1][2] პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი და საზღვაო პორტი ასები.

პროვინცია
დებუბავი-კეი-ბაჰრი
ტიგ. ዞባ ደቡባዊ ቀይሕ ባሕሪ
ქვეყანა ერიტრეის დროშა ერიტრეა
ადმ. ცენტრი ასები
კოორდინატები 13°45′00″ ჩ. გ. 41°30′00″ ა. გ. / 13.75000° ჩ. გ. 41.50000° ა. გ. / 13.75000; 41.50000
ფართობი 27 600 კმ²
მოსახლეობა 83 500 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 3,03 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3

ეს მიწები ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო არასტუმართმოყვარე ადგილად დედამიწაზე, სანაპიროს გამოკლებით.

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს წითელი ზღვის სამხრეთი ნაწილის გასწვრივ. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სემიენავი-კეი-ბაჰრის პროვინციას, დასავლეთიდან ეთიოპიას და სამხრეთიდან ჯიბუტის. პროვინცია გადაჭიმულია 500 კმ-ზე უფრო მეტ სიგრძეზე წითელი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, მაგრამ მისი სიგანე მხოლოდ დაახლოებით 50 კმ-ს შეადგენს. პროვინციის ყველაზე უფრო მაღალი წერტილია — რამლუს მთა (2248 ზღვის დონიდან მეტრი). მისი ტერიტორია დანაკილის უდაბნოს ნაწილია.

დასახლებული პუნქტები

რედაქტირება

ძირითადი ქალაქებია — ასები, ბეილული, რეჰაიტა, ტიიო (T’i’o).

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

პროვინციის შემადგენლობაში შედიან შემდეგი რაიონები:

  1. Geohive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-24. ციტირების თარიღი: 2015-10-25.
  2. Citypopulation