ასები (ქალაქი)
ასები (ტიგრ. ዓሰብ, ინგლ. Assab) — ქალაქი ერიტრეაში, რომელიც მდებარეობს ქვეყნის სამხრეთში. პორტი წითელ ზღვაზე. მოსახლეობა — 101 284 ადამიანი (2012 წელი). ქალაქი მდებარეობს ერიტრეის დებუბავი-კეი-ბაჰრის პროვინციაში და მისი ადმინისტრაციული ცენტრია.
ქალაქი | |
---|---|
ასები ტიგრ. ዓሰብ | |
ქვეყანა | ერიტრეა |
პროვინცია | დებუბავი-კეი-ბაჰრი |
კოორდინატები | 13°00′28″ ჩ. გ. 42°44′28″ ა. გ. / 13.00778° ჩ. გ. 42.74111° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 16 მ |
მოსახლეობა | 101 284 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
ისტორია
რედაქტირებაასების რაიონი გახდა პირველი იტალიური ტერიტორია აღმოსავლეთ აფრიკაში (1869 წლიდან, საბოლოოდ 1882 წლიდან). ამ ტერიტორიის გაფართოების შედეგად შეიქმნა იტალიის ერიტრეის კოლონია.
1941 წლის ივნისში ქალაქი, როგორც უკანასკნელი იტალიური პორტი წითელ ზღვაში, აიღო ბრიტანეთის ჯარმა.[1] 1952 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანხმობით შეიქმნა ეთიოპიისა და ერიტრეის ფედერაცია, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა ქალაქი ასები.
1998—2000 წლებში ასების პორტის დაუფლებისათვის ერიტრეასა და ეთიოპიას შორის მიმდინარეობდა ომი.
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი და პორტი ასები მდებარეობს ერიტრეის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში, წითელი ზღვის სანაპიროზე, ქვეყნის დედაქალაქ ასმერადან 480 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით. ასების ყურეში მდებარეობს დაახლოებით 30 კუნძული.
ეკონომიკა
რედაქტირებაქალაქში მდებარეობს მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (აშენებულია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მიერ), ასების საერთაშორისო აეროპორტი. ქალაქს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, როგორც ეთიოპიასა და ერიტრეას შორის ვაჭრობისათვის, ასევე ეთიოპიის მთლიანი საგარეო ვაჭრობისათვის; ასების პორტის მეშვეობით უცხოეთში გადის ეთიოპიის ექსპორტის დიდი უმეტესობა.