მურა სუთორა[1] (ლათ. Sinosuthora webbiana, ადრე Suthora webbiana) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა დაახლოებით 13 სმ. შეფერილია ჟანგისფერ-მურად. კუდი გრძელი და საფეხუროვანია. გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში სამხრეთი პრიმორიედან ინდოჩინეთამდე. ახლოს მდგომი სახეობები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გვხვდებიან. ზამთარში მომთაბარეობს გუნდებად ან მკვიდრად ცხოვრობს. ბუდობს ტყისპირებში ან წყალსატევების სანაპიროებთან გაზრდილ ბუჩქნარში. ბუდე ღრმა და ჯამისებური ფორმისაა, ბუჩქებზე 1 მეტრ სიმაღლემდეა განთავსებული. დედალი დებს 4–5 კვერცხს. იკვებება თესლებითა და მწერებით, რომლებიც ზოგჯერ ხის ქერქიდან ამოჰყავს და კვნეტავს მათ თავისი მასიური ნისკარტით.

მურა სუთორა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Sinosuthora webbiana (Gould, 1852)
სინონიმები
  • Suthora webbiana
  • Paradoxornis webbianus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22716804

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 81, 150, 235.