მსხალდიდის ქედი
ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
მსხალდიდის ქედი — ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თბილისის დასავლეთით. თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი განშტოება. მდინარეების დიღმისწყლისა და ვერის წყალგამყოფი. სოფელ წოდორეთის მერიდიანის აღმოსავლეთით იგი ცნობილია ლისის ქედის სახელწოდებით. აგებულია ძირითადად ზედაეოცენური თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. ქედის სამხრეთი კალთა ღრმად არის დანაწევრებული მდინარე ვერის მარცხენა შენაკადებით. მსხალდიდის ქედის დასავლეთი ნაწილი ტყიანია, აღმოსავლეთით ჯაგეკლიანი ბუჩქნარი და ბალახეული ჭარბობს. ბევრგან ხელოვნური ტყეებია. ქედზეა სოფელი მსხალდიდი. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“:
მსხალდიდის ქედი | |
---|---|
სოფელი მსხალდიდი | |
კოორდინატები: 41°43′57″ ჩ. გ. 44°37′19″ ა. გ. / 41.73250° ჩ. გ. 44.62194° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
ამგებელი ქანები | თაბაშირიანი თიხა და ქვიშაქვა |
„ლისის ტბის „დასავლეთით მთა სხალდიდისა. კეთილი აგარაკი და შვენიერი ყოვლითა.“
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 691, ISBN 99928-20-32-2.