მრავალნაყოფიანები (Polycarpicae) — ორლებნიანთა კლასის ფურცლებგანცალკევებულ მცენარეთა რიგი. აერთიანებს 20-ზე მეტ ოჯახს. მ. შ. ძირითადია: მაგნოლიისებრნი, ანონისებრნი, ჯავზისებრნი, დაფნისებრნი, კოწახურისებრნი, ბაიისებრნი და სხვა. ამ რიგის ხეებს, ბუჩქებს, ბალახებს (იშვიათად ლიანებს ან წყლის მცენარეებს) აქვთ ორსქესიანი, სიმეტრიული, სპირალური (აციკლური), იშვიათად ნახევარწრიული (ჰემიციკლური) ან წრიული (ციკლური) ყვავილები, მრავალი მტვრიანა და ბუტკო, თავისუდალი, ჩვეულებრივ მრავალი ნაყოფფოთოლი.
მრავალნაყოფიანების უძველეს წარმომადგენლებს მარტივი ანატომიური აგებულება აქვთ. სისტემატიკოსთა ნაწილი მრავალნაყოფიანებს განიხილავს ფარულთესლოვანთა პრიმიტიულ ჯგუფად, რომელიც ახლოს დგას ფარულთესლოვანთა წინაპრებთან.