ნაყოფფოთოლი
ნაყოფფოთოლი (ლათ. carpellum) — ფარულთესლოვან მცენარეთა ყვავილის ნაწილი, რომელზეც ვითარდება თესლკვირტები. ერთი ან რამდენიმე ნაყოფფოთლისგან წარმოიქმნება ბუტკო; ნაყოფფოთლების კომპლექსს გინეცეუმი ჰქვია. ნაყოფფოთოლი ფოთლისეული წარმოშობის ორგანოდ მიაჩნიათ, თუმცა მეგასპოროფილის ჰომოლოგია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 337.