ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მოჰამედ საედ ალ-ვეზარე მარაღეი (სპარს .محمد ساعد مراغه‌ای‎; დ. 1883, მერაგე   — გ. 2 ნოემბერი, 1973, თეირანი) — ირანელი დიპლომატი და პოლიტიკოსი, საგარეო საქმეთა მინისტრი და შემდეგ ირანის პრემიერ-მინისტრი 1944 და 1948—1950 წლებში. [1]

მოჰამედ საედი
მოჰამედ საედი
სპარს. محمد ساعد
ირანის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 აპრილი 1944 – 9 ნოემბერი 1944
მონარქი  მოჰამედ რეზა ფეჰლევი
წინამორბედიალი სოჰეილი
მემკვიდრემორთეზა - ქოლი ბაიათი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ნოემბერი 1948 – 19 მარტი 1950
წინამორბედიაბდულ ჰოსეინ ჰაჯირი
მემკვიდრეალი მანსური

დაბადებული28 აპრილი1881
მერაგე, სპარსეთი
გარდაცვლილი2 ნოემბერი 1973 (92 წლის)
თეირანი, ირანი
განათლებალოზანას უნივერსიტეტი
რელიგიაისლამი, შიიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მუჰამედ საედი დაიბადა 1883 წელს ირანის აზერბაიჯანის ქალაქ მერაგეში. მისი ოჯახი წარმოშობით ჰერათიდან იყო. ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა ამიერკავკასიაში, სწავლობდა თბილისში, პეტერბურგში, შემდეგ კი — შვეიცარიაში. დიპლომატიური კარიერა მან ასევე  ამიერკავკასიაში დაიწყო (კერძოდ, 1918 წელს იყო სპარსეთის კონსული ბაქოში. აღწერა ბაქოში განვითარებული მარტის მოვლენები).[2][3]

საედი, რომელიც მოგვიანებით შევიდა შაჰ ფეჰლევის გარემოცვაში, იყო ერთ-ერთი სპარსელი პოლიტიკოსი, რომლის წყალობითაც ქვეყანა ვესტერნიზაციისკენ მიემართებოდა. საედი ხელმძღვანელობდა ირანის საელჩოს მოსკოვში 1941 წლის ივნისში, როდესაც გერმანიის ჯარები შეიჭრნენ სსრკ-ში. მან შაჰის სახელით გამოაცხადა თავისი ქვეყნის სრული ნეიტრალიტეტი, თუმცა ეს არ დაეხმარა ირანს ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების მხრიდან შემდგომი ოკუპაციის თავიდან აცილებაში. ამ ოკუპაციის დროს, 1944 წლის აპრილში, საედმა (მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ,  ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს) დაიკავა ირანის პრემიერ-მინისტრის პოსტი, მაგრამ თანამდებობაზე დარჩა მხოლოდ იმავე წლის ნოემბრამდე. ამ პერიოდში საედის მთავრობა თანამშრომლობდა ბრიტანული და ამერიკული ფირმების წარმომადგენლებთან ნავთობის მოპოვებასა და წარმოებაზე კონცესიების გადაცემასთან დაკავშირებით.  1944 წლის ოქტომბერში პრემიერ მინისტრმა მოულოდნელად მკაცრი პოზიცია დაიკავა მსგავსი სახის მოლაპარაკებებში საბჭოთა დიპლომატებთან.  ამის საპასუხოდ, საბჭოთა მხარემ  დიპლომატიური შეტევა განახორციელა, რომლის სამიზნე გახდა საედი. მას ადანაშაულებდნენ „მტრულ პროფაშისტურ ელემენტებთან“ შეთანხმებაში, რომლებიც დივერსიას ახდენენ მოკავშირე ქვეყნების პროდუქციის მიწოდებაზე სსრკ-სთვის ირანის გავლით. საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილემ ქავთარაძემ განაცხადა, რომ სსრკ ვეღარ ხედავდა საედის მთავრობასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას. თეირანში პროსაბჭოთა სახალხო პარტიის მიერ ორგანიზებული ანტისამთავრობო დემონსტრაციები გაიმართა. გარე და შიდა პოლიტიკური ზეწოლის პირობებში საედი იძულებული გახდა გადამდგარიყო.[4]

1948 წლის ნოემბერში მეჯლისმა (ირანის პარლამენტმა) კვლავ აირჩია საედი პრემიერ მინისტრად. მიუხედავად იმისა, რომ საედმა თავდაპირველად მოახერხა გავლენიანი ფრაქციების მხარდაჭერის მობილიზება და პარლამენტში — პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში — მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება, მოგვიანებით მისი მთავრობა იძულებული გახდა მანევრირება მოეხდინა შაჰისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრ  აჰმად კავამის  მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების მოლოდინებს შორის. საედის პრემიერ-მინისტრობის დროს, 1949 წლის 4 თებერვალს, სახალხო პარტიის წევრმა  შაჰ მუჰამედ რეზაზე თავდასხმა განახორციელა.  რის შემდეგაც ეს პარტია აიკრძალა.[5]

საედის ახალი საიდის მთავრობა, ისევე როგორც წინა, შემდგომში იძულებული გახდა ყურადღება გაემახვილებინა საგარეო ნავთობის კონცესიის საკითხზე. 1949 წლის მარტში საედმა მოითხოვა  ანგლო-სპარსული ნავთობკომპანიის (2001 წ.-დან BP) ხელმძღვანელობისგან  ირანისთვის ამ ქვეყანაში წარმოებული ნავთობის შემოსავლის ნახევრის გადაცემა. ანალოგიურად,  ვენესუელასთან ადრე დადებული ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მომდევნო თვეებში  შემუშავდა დებულება მნიშვნელოვნად გაზრდილიყო ირანის წილი მიღებულ დივიდენდებში. თუმცა, ამ დროისთვის, ცხადი გახდა, რომ მთავრობას არ ჰყავდა საკმარისი უმრავლესობა პარლამენტში ასეთი  ხელსაყრელი შეთანხმების დასადებად, ნავთობის რესურსების ნაციონალიზაციის იდეის მზარდი მხარდაჭერისთვის და გამოცხადდა ახალი არჩევნები. საედმა მეორედ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მე-16 მოწვევის მეჯლისის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, სადაც კვლავ ჩამოყალიბდა ძალიან ძლიერი ოპოზიცია ნავთობის კონცესიების წინააღმდეგ. [6]

მუჰამედ საედი გარდაიცვალა 1973 წელს თეირანში. 1994 წელს გამოიცა მისი მემუარები.[7]

  1. Asia & Pacific Oceania / Peter Truhart. — Mörlenbach : Strauss Offserdruck, 2003. — Vol. 3. — P. 854-855. — ISBN 3-598-21545-2.
  2. Ervand Abrahamian. A History of Modern Iran. — Cambridge University Press, 2008. — P. 101. — ISBN 978-0-511-41399-5.
  3. Rubin, Barry (1980) Paved With Good Intentions. Oxford University Press. p. 25. ISBN 0-19-502805-8.
  4. Amin Banani. The Modernization of Iran, 1921-1941. — Stanford University Press, 1961. — P. 48-49. — ISBN 9780804700504.
  5. Mary Ann Heiss. Empire and Nationhood: The United States, Great Britain, and Iranian Oil, 1950—1954. — Columbia University Press, 1997. — P. 16. — ISBN 0-231-10818-4.
  6. Gholam Reza Afkhami. The Life and Times of the Shah. — University of California Press, 2008. — P. 67. — ISBN 9780520942165.
  7. Oil Agreements in IranEncyclopædia Iranica. Parviz Mina
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოჰამედ_საედი“-დან