მოსკოვის ბრძოლა (1612)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
მოსკოვის ბრძოლა

დიმიტრი პოჟარსკი ათავისუფლებს მოსკოვს, ბორის ჩორიკოვის ნახატი
თარიღი 1612 წლის 1 სექტემბერი4 სექტემბერი
მდებარეობა მოსკოვი
შედეგი რუსების გამარჯვება
მხარეები
პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა რუსეთის სამეფო
მეთაურები
იან კაროლ ხოდკიევიჩი დიმიტრი პოჟარსკი
ძალები
12000 დამხმარე არმია

3000 მოსკოვში

8000 რუსი

2500 კაზაკი

დანაკარგები
1500 1500
მოსკოვის ბრძოლა ვიკისაწყობში

მოსკოვის ბრძოლა, აგრეთვე, ცნობილი, როგორც ბრძოლა ქალწულთა ველზერუსული არეულობის ხანის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი, როდესაც დიდი ლიტველი მთავარი, იან კაროლ ხოდკიევიჩი, თავისი პოლონურ-ლიტვური არმიით, წარუმატებლად ცდილობდა მოსკოვის ალყაში მოქცევას.

1610 წლის ზაფხულში, კლუშინის ბრძოლის შემდეგ, რუსეთის მეფე ვასილი IV გადააყენეს და გადაიყვანეს ვარშავაში. პოლონელთა და ლიტველთა გაერთიანებული არმია მოსკოვში 1610 წლის 21 სექტემბერს (1 სექტემბერს) შეიჭრა, თუმცა ცრუდიმიტრის შიშით დიდებულებმა პოლონეთის პრინცი, ვლადისლავ IV ახალ იმპერატორად გამოაცხადეს.[1] ამას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა პოლონელებში, რასაც რუსეთის დარბევა მოჰყვა.

1611 წლის მარტში მოსკოვის მოქალაქეები აჯანყდნენ პოლონელთა წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა პოლონელთა არმიის გარნიზონის, რომელიც კრემლის კედლებში იყო შემაგრებული, ალყაში მოქცევა, პირველი სახალხო მილიციის მეთაურობით. მიუხედავად მძლავრი ალყისა, ცუდად შეიარაღებულმა რუსებმა მაინც ვერ შეძლეს ციხის აღება და მალე არეულობა დაიწყო: პირველი სახალხო მილიციის ლიდერი, პროკოპი ლიაპუნოვი კაზაკთა ლიდერმა, ივან ზარუტსკიმ მოკლა.[2]

ანარქიისა და ცენტრალური ხელისუფლები მოშლის ფონზე, ნიჟნი-ნოვგოროდის მოქალაქეებმა, კუზმა მინინის მეთაურობით, შეკრიბეს მეორე სახალხო მილიცია, პრინც დიმიტრი პოჟარსკის მეთაურობით. პირველისგან განსხვავებით, მეორე სახალხო მილიცია საკმაოდ კარგად ორგანიზებული და შეიარაღებული აღმოჩნდა 一 1612 წელს მათ შეძლეს იაროსლავლის აღება, რასაც მოჰყვა დროებითი რუსული მთავრობის შექმნა, რის განხორციელებაშიც ამ უკანასკნელთ რუსეთის მრავალი ქალაქის მხარდაჭერაც დაეხმარა.[3] მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ პოლონური არმია, იან ხოდკიევიჩის მეთაურობით, მოსკოვს უახლოვდება, კუზმა მინინი და დიმიტრი პოჟარსკი ქალაქში შევიდნენ, 1612 წლის აგვისტოში მას ალყა შემოარტყეს და კრემლში არსებული პოლონური გარნიზონიც ამოკეტეს.

გვერდითი ძალები

რედაქტირება

XVI საუკუნის დასაწყისში, როგორც უკვე ითქვა, ნიჟნი-ნოვგოროდში წარმოიქმნა სპეცდანიშნულების ბატალიონი, სახელად მეორადი სახალხო ჯარი, რომლის მიზანსაც, პირველი სახალხო მილიციის მიერ განცდილი კრახის შემდეგ, პოლონელ დამპყრობელთა წინააღმდეგ გალაშქრება წარმოადგენდა.

მეორე სახალხო ჯარი

რედაქტირება
 
პოლონელთა განდევნა მოსკოვიდან

მეორადი სახალხო ჯარის შემადგენლობა არ აღემატებოდა 7-8 ათას ადამიანს. [4] არმიის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა ქვეით თუ ცხენოსან კაზაკთა 4000 კაციანი ქვედანაყოფი და 1000 მშვილდოსანი. ჯარის დარჩენილი ნაწილი ე.წ. „მეორადი სახალხო მილიციის“ ნაწილი იყო. მათთან ერთად იბრძოდა დიდებულთა უსაზღვრო რაოდენობა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი შეიარაღება სმოლენსკის, დოროგობუჟისა და ვიაზმის წარმომადგენელი თავადები. ცალკე სამხედრო ძალას წარმოადგენდა დიმიტრი ტრუბეცკოის რაზმი, რომელიც 2500 კაზაკისგან შედგებოდა.

მეორე სახალხო არმიის მთავარი გენერლები იყვნენ დიმიტრი პოჟარსკი, კუზმა მინინი, აგრეთვე პრინცი ივან ანდრეევიჩ ხოვანსკი. ჩამოთვლილ მთავართაგან ამ დროისთვის ყველაზე დიდი სამხედრო გამოცდილება პრინც ხოვანსკის ჰქნოდა.[5]

მეორე სახალხო არმიის ლიდერებსა და პრინც ტრუბეცკოის შორის ურთიერთობა უნდობლობით გამოირჩეოდა. მოსკოვთან მიახლოებისას სახალხო რაზმის ხელმძღვანელები დიდი შიშით შეხვდნენ მოულოდნელად გამოჩენილ კაზაკურ არმიას, რომელსაც სათავეში თავად ტრუბეცკოი ედგა. მათ არც ის იცოდნენ, დათანხმდებოდა თუ არა ეს უკანასკნელი მტრის ჯარის წინააღმდეგ გაერთიანების წინადადებაზე.

ბრძოლამდე ცოტა ხნით ადრე, პრინც პოჟარსკისა და ტრუბეცკოის ჯარებმა ორმხრივი ფიცი დადეს. პრინცი ტრუბეცკოის კაზაკთა არმიის წევრებმა და დიდებულებმა დაიფიცეს, რომ „გაილაშქრებდნენ პოლონელი და ლიტველი ხალხის წინააღმდეგ“. მსგავსად, მინინისა და პოჟარსკის ჯარებმა დაიფიცეს, რომ „ მართლამდიდებელი ქრისტიანი მოსახლეობის გადარჩენისთვის თავსაც არ დაზოგავდნენ“. [6]

იან ხოდკიევიჩის ჯარი

რედაქტირება

ხოდკიევიჩის ჯარების საერთო რაოდენობა დაახლოებით 12 ათას ადამიანს შეადგენდა, რომელთაგან დაახლოებით 8000 კაზაკი იყო. ჯარის დარჩენილი ნაწილი დაყოფილი იყო რამდენიმე რაზმად: დაახლოებით 1400 ჯარისკაცი სამ რაზმში, რამდენიმე ასეული ჯარისკაცი ცალკე რაზმად და ხოდკიევიჩის პირადი რაზმი, რომელიც დაახლოებით 2000 კაცს ითვლიდა. ცალკე კრემლის გარნიზონთან გამაგრებულიყო 3000 კაციანი არმია, რომელთანაც იანი ინარჩუნებდა კავშირს და მათი დახმარებით ცდილობდა მოქმედებების კოორდინაციას. პოლონელ-ლიტველთა არმიაში არ იყო დიდი რაოდენობის ქვეითი ბრიგადა, ის სულ რაღაც 1500 ჯარისკაცს ითვლიდა: პოლკოვნიკ ფელიქს ნევიაროვკის რაზმში 800 ქვეითი მეომარი, გარდა ამისა 400 დაქირავებული უნგრელი ქვეითი ჯარისკაცი, პრინც სამუელ კორეცკის რაზმში 100 ქვეითი სარდალი და 200 გერმანელი ქვეითი, რომელსაც თავად იანი ხელმძღვანელობდა.

პოლონელ-ლიტველთა არმიაში, მათ შორის კრემლის გარნიზონთან არსებულ ბატალიონის სათავეში, ძირითადად, გამოცდილი მეთაურები იყვნენ, თუმცა დიდი ტალანტით არ გამოირჩეოდნენ.[7]

ბრძოლის დასაწყისში რუსებმა მოახერხეს საკმაოდ მყარი თავდაცვითი პოზიციის შენარჩუნება. რუსული მხარე თეთრი ქალაქის (ე.წ. ბელი-გოროდის) შენმოგარენში იყო განთესილი. მარცხენა ფლანგს მეთაურობდა პრინცი ვასილი ტურენინი, მისი რაზმის პოზიციები კი მოსკოვის მდინარით იყო შემოსაზღვრული. მარჯვენა ფლანგზე 400-კაციანი რაზმი განლაგდა გუბერნატორ მიხაილ დმიტრიევისა და ფიოდორ ლევაშოვის მეთაურობით, რომლებიც ამაგრებდნენ პეეტროვსკის კარიბჭეს. ტვერის კარიბჭესთან იდგა პრინც ლოპოტა-პოჟარსკის რაზმი. რაც შეეხება მთავარ რაზმს, პრინც ხოვანსკისა და დიმიტრი პოჟარსკის მეთაურობით, არბატის კარიბჭესთან იყო განლაგებული. აქ გენერლებმა თავდაცვის გასამაგრებლად ბანაკის აგება გადაწყვიტა, რომელშიც მშვილდოსნები განათავსა.

1612 წლის 22 აგვისტოს (1 სექტემბერი), დილით ადრე, იან კაროლ ხოდკევიჩი თავისი ჯარით ნოვოდევიცის მონასტერს მიადგა, მოსკოვის მდინარის გადალახვის შემდეგ. იანს სურდა უფრო დიდი ძალით შესულიყო ქალაქში, კერძოდ არბატისა და ჩერტორის კარიბჭის აღებით.

პოლონელ-ლიტველთა ძალები წარუმატებლად შეეცადნენ, გაერღვიათ მოსკოვის კრემლის ციხე თანამებრძოლთათვის საკვების მისაწოდებლად და პოლონური გარნიზონის გადასარჩენად, რომელსაც მეთაურად მიკოლაი სტრუში ედგა სათავეში. 1 სექტემბერს პოლონელ-ლიტველთა გაერთიანებულმა არმიამ დასავლეთიდან შეუტია მოსკოვის მისადგომებს. პოლონელ ჰუსართა იერიშმა თითქმის მთლიანად გაწყვიტა რუსული კავალერია. თითქმის დანებებულები, გაფიცვას მხარს უჭერდნენ უნგრელი, გერმანელი და პოლონელი ქვეითი ჯარისკაცები, თუმცა, უეცრად გაიხსნა მოსკოვის კრემლის ციხის მარჯვენა ფრთა, რომელთაც ფლანგიდან მოულოდნელად კაზაკთა კავალერისტთა რაზმი დაესხა თავს, მოსკოვის მდინარის გადაღმა, რომელსაც დიმიტრი ტრუბეცკოი ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, არანაკლებ წარუმატებლად დასრულდა კრემლის გარნიზონში მოთავსებული ჯარის დარბევა. მთლიანი მსხვერპლი, რომელიც ამ დღეს განიცადა ორივე მხარემ, დაახლოებით 1000 ჯარისკაცს უტოლდებოდა.

3 სექტემბერს იან ხოდკიევიჩმა, ამჯერად, განიზრახა მოსკოვზე თავდასხმა მისი სამხრეთ გარეუბნის, ზამოსკვორეჩეს გავლით. 600-მა უნგრელმა ქვეითმა ჯარისკაცმა შეაღწია კრემლის ციხის კედლებში მოსკოვის გასწვრივ და მოახერხა ხიდის აღება. ამავდროულად, პოლონელ-ლიტველთა გენერალურმა რაზმმა აწარმოა შეტევა ქალაქის ციხეზე, თუმცა ზამოსკვორეჩეს მიდამოებში ისინი ადვილად მოექცნენ რუსულ ალყაში, რამაც ოპერაციის საბოლოო ჩაშლა გამოიწვია. მალე იანის ჯარებმა უკან დაიხიეს ფრონტის გასწვრივ, რასაც რუს კავალერისტთა თავდასხმა მოჰყვა. დამარცხებულმა ჯარმა საბოლოოდ ქალაქიდან დევნით გააღწია თავი, ის ღამე დონსკოის მონასტერთან გაათიეს, შემდეგ დღეს კი ქვეყნის საზღვრებისკენ გაემართნენ. ამ შეტაკებაში ორივე მხარემ 500 ჯარისკაცი დაკარგა.

შედეგები

რედაქტირება

მოსკოვის გარეუბანში იან ხოდკიევიჩის არმიის მარცხმა უკვე წინასწარვე განსაზღვრა კრემლის პოლონური გარნიზონის დაცემა.

XVII საუკუნის პოლონელი მემატიანის, სტანისლავ კობიერჟიცკის, თქმით:

პოლონელებმა იმდენად მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს, რომ ვეღარაფრით შეძლეს მისი ანაზღაურება. მათთვის ბედის ბორბალი გადაბრუნდა 一 მთელი მოსკოვის ხელში ჩაგდების იმედი უკვე გადაწურულიყო.

ჩესტერ დანინგი ომის შესახებ წერდა:[8]

27 ოქტომბერს პოლონური არმიის წევრები უპირობოდ დანებდნენ და მოსკოვის ციხისკენ გზა გაუხსნეს სახალხო მილიციის ძალებს

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Andrzej Andrusiewicz, Dzieje Dymitriad 1602–1614, t. I, II, Warszawa 1990
  • Tomasz Bohun, Moskwa 1612, Wydawnictwo Bellona 2005 ISBN 83-11-10644-4
  • Бибиков Г. Н. Бои русского народного ополчения с польскими интервентами 22-24 августа 1612 г. под Москвой//Исторические записки. М., 1950. Т. 32. С. 173—197.
  • Володихин Д. М. Пожарский. — М.: Вече, 2012. — 336 с. — (Великие исторические персоны). — 2500 экз. — ISBN 978-5-9533-6403-4.
  1. Željko., Fajfrić (2008). Ruski carevi, 1. izd, Sremska Mitrovica: Tabernakl. ISBN 9788685269172. OCLC 620935678. 
  2. (2007) Velikai︠a︡ russkai︠a︡ smuta : prichiny vozniknovenii︠a︡ i vykhod iz gosudarstvennogo krizisa v XVI-XVII vv., Strizhova, I. M., Стрижова, И. М., Moskva: Dar. ISBN 9785485001230. OCLC 230750976. 
  3. M., Volodikhin, D. (2012). Pozharskiĭ. Moskva. ISBN 9785953364034. OCLC 825551251. 
  4. Бибиков Г. Н. Бои русского народного ополчения… С. 178
  5. Бибиков Г. Н. Бои русского народного ополчения… С. 180
  6. Бибиков Г. Н. Бои русского народного ополчения… С. 182
  7. Бибиков Г. Н. Бои русского народного ополчения… С. 181
  8. Dunning, Chester (2004) A Short History of Russia's First Civil War: The Time of Troubles and the Founding of the Romanov Dynasty. University Park: Pennsylvania State University Press, გვ. 296–297. ISBN 0271024658.